ანატოლიის კულტურული საგანძურები 16-2021

ანატოლიელი დები

1659011
ანატოლიის კულტურული საგანძურები 16-2021

ანატოლიის კულტურული საგანძურები 16-2021

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

ანატოლიელი დები

ინდუსტრიული რევოლუციის დაწყებამდე, ევროპასა და ამერიკაში ქალები ძირითადად საოჯახო ბიზნესში და სოფლის მეურნეობის სექტორში მუშაობდნენ. ქალებმა სხვადასხვა სფეროში მუშაობა მე-18 საუკუნეში, ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ დაიწყეს. ამჯერად ისინი მუშაობდნენ კაცებთან შედარებით ნახევარ ფასად. მათი ორგანიზება, ანუ დაჯგუფებების შექმნა მე-19 საუკუნეში გახდა შესაძლებელი. ანატოლიაში კი ქალებმა ორგანიზებულად მუშაობა მე-13 საუკუნეში დაიწყეს!

როდესაც ეს პროგრამა (ანატოლიის კულტურული საგანძურები) დავიწყეთ, ვთქვით, რომ რასაც ვიტყვით, არის არა მხოლოდ ანატოლიის პირველადი, არამედ მსოფლიოს მრავალი პირველი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ერთ-ერთ მათგანზე, უცნობ თემაზე, მსოფლიოში ქალთა პირველ ორგანიზაციაზე.

ქალთა ორგანიზაციის სახელი, რომელიც მე-13 საუკუნეში დაარსდა ანატოლიაში, არის „Bâcıyan-ı Rum“, ანუ „ანატოლიელი დები“ ... სიტყვა „ბაჯი“ ნიშნავს დას და დღესაც ანატოლიაში ფართოდ გამოიყენება. იმ დროს სიტყვა ანატოლიას ნაცვლად გამოიყენებოდა სიტყვა „რუმი“. მე-13 საუკუნეში ანატოლიაში ქალთა ასეთი კავშირის შექმნის შესაძლებლობა უცხოელი მკვლევარებისთვის არარეალურია. მათ ვერ წარმოაჩინეს ქალთა კავშირის ეს იდეა, რაც მხარს უჭერს მშრომელ ქალებს, რომლებსაც შეუძლიათ შექმნან ბიზნესი საკუთარ თავზე, აწარმოონ და გაყიდონ და ასე შემდეგ. რადგან შუა საუკუნეების ევროპაში ქალი არის სუბიექტი, რომელიც მხოლოდ ოჯახსა და შვილებზე ზრუნავს. ბევრ მათგანს, ვინც ამ ფორმატში არ ჯდება, ჯადოქრობაში ადანაშაულებენ და საშინელი სასჯელი ემუქრებათ. დასავლელი მკვლევარებისთვის შეუძლებელი ჩანს, რომ ანატოლიელი ქალები მონაწილეობენ წარმოებასა და ეკონომიკაში და ისინი საკმარისად არიან გათვითცნობიერებულნი, რომ დააარსონ არასამთავრობო ორგანიზაცია. ამ მიზეზით, ისინი არც ითვალისწინებენ რა წერია ამ თემაზე, ისინი ეჭვის თვალით უყურებენ ორგანიზაციის არსებობას. ამასთან, ანატოლიელ დებზე საუბრობს ისტორიკოსი აშიქ ფაშაზადე, ოსმალეთის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროს ავტორი.

მიუხედავად იმისა, რომ ანატოლიელი დების შესახებ ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს, მკვლევარები ამბობენ, რომ ისინი არ უნდა განიხილებოდეს „აჰილიქის“ (Ahilik) ორგანიზაციისგან დამოუკიდებლად. აჰილიქი არის ხელოსნური სოლიდარობის ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა ანატოლიაში სელჩუკთა იმპერიის დროს. აჰი წესრიგის მრავალი წესი არსებობს; დადგენილი იყო წესები, რომ ადამიანი ყოფილიყო კარგი ადამიანი და არა კარგი ვაჭარი, განისაზღვრა ყოველდღიური ცხოვრების წესები, აგრეთვე ვაჭრობასთან დაკავშირებული წესები. მიუხედავად იმისა, რომ თავმდაბლობა, კეთილშობილება, პატიოსნება და ერთგულება იყო კარგი ადამიანის მაგალითი, შრომა, პატივისცემა და სოლიდარობა ითვლებოდა, როგორც  კარგი ვაჭარი. ქალებს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ აჰილიქის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. აჰი ევრანი, რომელიც აჰილიქის ორგანიზაციის დამფუძნებელია, მისი მეუღლე იყო, ფატმა ბაჯი ... აჰი ევრანის მიერ დაფუძვნებულ ორგანიზაციაში შედიოდნენ მომთაბარე თურქმანები, რომლებიც  ორგანიზაციაში ხელობის შესასწავლად გაწევრიანდნენ. ხოლო მისი მეუღლე, ფატმა ბაჯი მათ არწმუნებდა, რომ  ჰქონოდათ პროფესია.

ანატოლიელი ქალები კაიესერში ტყავისა და სპილენძის მწარმოებლის ბაზარში შეიკრიბნენ მატყლის ნარჩენების შესაფასებლად. აჰილიქის ორგანიზაციაში განათლების მიღების შემდეგ, მათ დაიწყეს წარმოება სხვადასხვა სექტორში. ქალთა საამქროები გარკვეულ ბაზრებში იყო თავმოყრილი. ისინი ძირითადად ქსოვდნენ ხალიჩებს, ქსოვილებს, ქარგავდნენ და ეწეოდნენ აბრეშუმისა და ბამბის ძაფების წარმოებას. ხელსაქმის გარდა, ზოგიერთი ტანსაცმლის წარმოებაში მონაწილეობდა. ორგანიზაცია „ანატოლიელმა დებმა“ ქალების პროფესიულ განათლებასთან ერთად, მორალური და რელიგიური განათლებაც აიღო საკუთარ თავზე, განურჩევლად დაქორწინებული თუ მარტოხელა ქალებისა.

არსებობს რამდენიმე მკვლევარი, რომელიც ანატოლიის ამ მამაც ქალებს, რომლებიც მამაკაცთან თანაბარ პირობებში მუშაობენ და ეკონომიკურ სარგებელს იღებენ და საჭიროების შემთხვევაში უერთდებიან ომს, მათ ამორძალებს ადარებს და ამტკიცებენ კიდეც, რომ მათი ფესვები ამორძალებიდან იწყება. როგორ უნდა ჰქონდეთ ანატოლიის დებს რაიმე კავშირი მეომარ ამორძალებთან? ან კიდე ისინი ცხოვრობდნენ სამხრეთ ამერიკის ამაზონის ჯუნგლებში? თუ ეს მხოლოდ მითოლოგიური ამბავია? სინამდვილეში ნუთუ მართლა იყვნენ ე.წ ამაზონელი ქალები? ზოგიერთი წერილობითი წყარო სამსუნის თერმის რაიონს მიიჩნევს მათ სამშობლოდ, ანუ ანატოლიას!

და ბოლოს, დღევანდელ პროგრამაში, სელჩუკთა პერიოდში დაარსებულ „Bâcıyan-ı Rum“, ანუ „ანატოლიელი დები“ სახელწოდების ქალთა ორგანიზაციაზე გავამახვილეთ ყურადღება, რომელიც ჯერ კიდევ მე-13 სააუკუნეში ჩამოყალიბდა და ქალების თანასწორობაზე, ქვეყნის ეკონომიკაში საკუთარი წვლილის შეტანაზე და სხვა მრავალ საზოგადოებრივ ფუნქციებზე გავამახვილეთ ყურადღება. მომავალ პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ...

 



მსგავსი ინფორმაციები