NASA ”ჰეი სტამბულო, ბრწყინავ!“
NASA-მ Instagram-ის საშუალებით თანამგზავრიდან გადაღებული სტამბოლის ფოტო გაავრცელა
1646775
ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA) Instagram-ის საშუალებით თანამგზავრიდან გადაღებული სტამბოლის ფოტო გაავრცელა წარწერით ”ჰეი სტამბულო, ბრწყინავ!“.
NASA-ს გზავნილში ასევე ნათქვამია: "შეხედეთ ქალაქის ღამის შუქებს, რომელიც სტამბოლის სრუტესა და „ოქროს რქას“ ორად ყოფს!". პოსტში აღნიშნულია, რომ ფოტო საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან (ISS) 2021 წლის 10 მაისს, შავი ზღვიდან 263 მილის დაშორებით ორბიტიდან გადაიღეს.