„კუთხე-კუნჭული“ 46/2020

ყარაფაფახები თურქეთში

1532797
„კუთხე-კუნჭული“ 46/2020

„კუთხე-კუნჭული“ 46/2020

ყარაფაფახები თურქეთში

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი, მარიამ გაფრინდაშვილი

 

კავკასიაში მცხოვრები თურქული ტომების ერთ-ერთი განშტოება ყარაფაფახები იგივე თერექემები ანატოლიაში 1900 წლიდან ჩნდებიან. კავკასიაში ისინი დარუბანდში, საქართველოში ბორჩალოს, აზერბაიჯანში ქაზაქის რეგიონში სახლობდნენ. მას შემდეგ რაც მათ კავკასიაში რუსების ზეწოლა იგრძნეს, ყარაფაფახებმა ანატოლიის მიწა თავიანთი იდენტობის შესანარჩუნებლად უფრო საიმედოდ მიიჩნიეს. ანატოლიაში მათი განსახლების არეალი ყარსის, ჩილდირის, აღრიდაღის მუშის, ქაისერის, სივასისა და თოქათის რეგიონებს მოიცავს.

ყარაფაფახების სახელწოდება მათი ტრადიციული შავი ფაფახებისაგან მომდინარეობს, რომელსაც შავი ცხვრის მატყლისაგან ამზადებდნენ. მათი თურქული ენა უფრო მეტად აზერბაიჯანულ სამეტყველო ენასთან არის ახლოს. საყურადღებოა ისიც, რომ ყარაფაფახებისა და ყარაქალფაქების ეთნოსებს  სახელების მსგავსებიდან გამომდინარე ასახელებენ როგორც ერთ ეთნიკურ ჯგუფს, თუმცა ისინი ორივე თურქული ტომის ხალხები არიან მხოლოდ განსხვავებული იდენტობით.

ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირში დარჩენილი ყარაფაფახების რაოდენობა 1926 წელს 6000-ზე მეტ ადამიანს შეადგენდა. 1939 წელს სტალინის ბრძანებით, ყარაფაფახები საბჭოთა ენციკლოპედიაში შეიყვანეს, როგორც აზერბაიჯანელები. მათ ეთნიკურ ჯგუფს იდენტური სახელი წაერთვა და დიდ ეთნოსს შეერია.

მიუხედავად იმისა, რომ ყარაფაფახები დროის განმავლობაში დედამიწის სხვადასხვა ადგილას მიმოიფანტნენ, ისინი დღესაც მითიური რწმენის მიხედვით კავკასიის მთების მცველებად მიიჩნევენ თავს და ეს რწმენა ყოველ ახალ თაობას ანდერძივით გადაეცემა.

ოსმალების პერიოდში ყარაფაფახებს მოიხსენიებდნენ როგორც „თურუქს“. „თურუქი“ „მომთაბარე ხალხის“ მნიშვნელობას ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ყარაფაფახების ტრადიციული ჩაცმულობა კავკასიელი ხალხისას წააგავს, ჩოხისა და ფაფახის სინთეზით, კულტურული ელემენტები უფრო მეტად თურქული ტომების მსგავსია. ეს თვალსაჩინოდ მათ ფოლკლორულ ნიმუშებში და გასტრონიმიაში ჩანს.

ბუნებრივია, რომ თურქეთში მცხოვრებმა ყარაფაფახებმა თავიანთი კულინარიული აღმოჩენები ადგილობრივ მოსახლეობასაც გაუზიარეს. თუმცა ისიც ცხადია, რომ მათ ეს მემკვიდრეობა კავკასიიდან წამოიღეს. მათი ერთ-ერთი მთავარი კერძი ჰანგელი, სხვადასხვა ინტერპრეტაციით ჰინგელი იგივე ხინკალია. სავარაუდოა, რომ ის სწორედ ბორჩალოელი ყარაფაფახებისგან გავრცელდა სხვა რეგიონის ამავე ეთნოსის სამზარეულოში.

მათ კულინარიაში დიდ ადგილს შებოლილი ხორცი და ცომეული იკავებს, რაც მათ მომთაბარე ცხოვრების წესზე მიუთითებს. ცნობილია ყარაფაფახების ე.წ. ქაქაჩის მეთოდი, რაც დამარილებულ გამომშრალ ხორცს ნიშნავს. ისინი ამ მეთოდს ჯერ კიდევ მაცივრების არ არსებობის პერიოდიდან დღემდე იყენებენ. ქურუთიც ამ ეთნოსის სპეციფიური რეცეპტია. ეს მაწვნის გაფუარების მეთოდია. მას ერთი კვირა სითხისაგან დასაცლელად ტოვებენ, შემდგომში გაწურულ მაწონს კაკლის ზომის ბურთულებად მზეზე გასაშრობად აწყობენ. მას ზაფხულში ამზადებენ და ზამთარში წყალში გახსნილს მიირთმევენ როგორც აირანს.

და ბოლოს, რაც მთავარია ყარაფაფახები ყველგან, სადაც სახლობენ, მეცხვარეობას მისდევენ, ამიტომაც მათ ჩაცმულობაში დღემდე ცხვრის მატყლი დომინირებს.


საკვანძო სიტყვები: #ყარაფაფახები , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები