რა პროექტებით წარსდგება TRT ახალი სეზონისთვის მაყურებლის წინაშე?

რა პროექტებით წარსდგება TRT ახალი სეზონისთვის მაყურებლის წინაშე?

1494552
რა პროექტებით წარსდგება TRT ახალი სეზონისთვის მაყურებლის წინაშე?

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა, TRT-ს საბჭოს თავმჯდომარემ  და გენერალურმა დირექტორმა იბრაჰიმ ერენმა განაცხადა, რომ TRT მიმდინარე სეზონზე თავისი პროგრამებით არა მხოლოდ მაყურებელთა ყურადღების მიპყრობას, არამედ, კვალის დამტოვებელი პროგრამებით აპირებს აუდიტორიის წინაშე წარსგდომას. იბრაჰიმ ერენმა საინფორმაციო სააგენტო, „ანადოლუ“-სთან იტერვიუს დროს მიმდინარე სეზონზე, TRT-ს სამაუწყებლო პროეტების შესახებ ისაუბრა. ერენმა აღნიშნა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის დროს აუდიტორიისა და მსმენელისთვის შესაბამისი პროექტები შეიმუშავეს.

„ამ სეზონში, ისტორიული სერიალებით, რომელსაც ჩვენი მაყურებელი მოუთმენლად ელოდება და ენატრება ... ისტორიული სერიალების მიმართ დიდი აუდიტორია და მოლოდინი აქვს TRT-ს მაყურებელს, როგორც ქვეყის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთაც. ჩვენ გვაქვს სერიალები, რომლებზეც დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით, რომლებშიც ჩვენი პატივცემული მსახიობები, პროფესორები და რეჟისორები არიან ჩართულები. პირველი მათგანია „გაღვიძება: დიდი სელჩუკები“  (Uyanış: Büyük Selçuklu), რომლითაც იგივე აუდიტორიის მიზიდვას ვისახავთ მიზნად, როგორც ეს „Diriliş Ertuğrul“-ის (აღმდგარი ერთუღრული), პერიოდში იყო. ჩვენ ასევე კიდევ ერთ სერიალზე, რომელიც ეხება ზღვაოსნობას, მის შესახებ ვმუშაობთ, რომლის სახელიც „ბარბაროსი“ იქნება. ეს სერიალი ასწლეულების წინანდელ პერიოდს ეყრდნობა“, განაცხადა იბრაჰიმ ერენმა.


საკვანძო სიტყვები: #TRT , #იბრაჰიმ ერენი

მსგავსი ინფორმაციები