თურქეთი ლიბანისადმი დახმარებას აგრძელებს

თურქეთი ლიბანისადმი დახმარებას აგრძელებს

1474128
თურქეთი ლიბანისადმი დახმარებას აგრძელებს

მიდინარე წლის 4 აგვისტოს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი აფეთქების შემდეგ,  თურქეთი ამ ქვეყნის მიმართ დახმარებებს აგრძელებს. აფეთქების დღიდან მოყოლებული, თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია, როგორც სამძებრო-სამაშველო ეკიპაჟებით ასევე სხვა პერსონალით და შესაბამისი სტრუქტურებით ბეირუთის მოსახლეობას საჭირო დახმარებას უწევს. აფეთქების დღიდან ამ ქვეყანაში იმყოფება ასევე, თურქეთის საგანგებო სიტუაციების სააგენტოც  (AFAD), რომელიც ასევე   შესაბამის სამუშაოებს ეწევა. თურქეთმა, ლიბანს ხსენებული  აფეთქების შემდეგ, შეიარღებული ძალების კუთვნილი კარგო თვითმფრინავით სამედიცინო და პირველადი ჰუმანიტარული  დახმარება გაუგზავნა.

შეგახსენებთ, რომ ლიბანის დედაქალაქ  ბეირუთში პორტში მიმდინარე წლის 4 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 179-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავდა 6000-ზე მეტი ადამიანი.


საკვანძო სიტყვები: #დახმარება , #ლიბანი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები