გერმანიის მთავრობა,  თურქეთთან  ტურიზმის ნორმალიზებისთვის მოლაპარაკებებს მხარს უჭერს

გერმანიის მთავრობა,  თურქეთთან  ტურიზმის ნორმალიზებისთვის მოლაპარაკებებს მხარს უჭერს

1450646
გერმანიის მთავრობა,  თურქეთთან  ტურიზმის ნორმალიზებისთვის მოლაპარაკებებს მხარს უჭერს

გერმანიის, მმართველი კოალიციის პარტიების საგარეო პოლიტიკის პრესსპიკერმა, თურქეთთან  ტურიზმის ნორმალიზებისთვის მოლაპარაკებებს  მხარი დაუჭირეს.  

სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) ბუნდესტაგის ჯგუფის საგარეო პოლიტიკის პრესსპიკერმა ნილს შმიდმა, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის პარტიის (CDU) და ქრისტიან-სოციალურ კავშირის  პარტიის საპარლამენტო ჯგუფის საგარეო პოლიტიკის პრესსპიკერმა იურგენ ჰარტმა და  სამართლიანობისა და განვითარების  პარტიის (AKP)  ვიცე-პრეზიდენტმა ჯევდეთ ილმაზმა დედაქალაქ ბერლინში გამართული შეხვედრების შემდეგ დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთეს.  ნილს შმიდმა პრესკონფერენციის დროს იმედი გამოთქვა, რომ გერმანიის, ევროკავშირის როტაციული თავჯდომარეობის პერიოდში, ევროკავშირ-თურქეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება. იგი, კოვიდ-19-ის გამო გერმანიასთან შეჩერებული მოგზაურობის უახლოეს ხანებში გაუქმებასაც ემხრობა.

„იმედი მაქვს, რომ ამ ზაფხულს თურქეთში გამგზავრებას შევძლებ. შესაძლოა, უახლოეს რამდენიმე კვირაში ჩვენ შევძლოთ სამგზავრო გრაფიკში გარკვეული ცვლილებების შეტანა  და მე შევძლებ ბარგის მომზადებას“, განაცხადა შმიდმა.

იურგენ ჰარტმა კი აღნიშნა, რომ თურქეთ-გერმანიას შორის  ტურიზმის ნორმალიზებისთვის შეთანხმება თუ მიღწეულ იქნა, ეს ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება.

რაც შეეხება, სამართლიანობისა და განვითარების  პარტიის (AKP)  ვიცე-პრეზიდენტმა ჯევდეთ ილმაზმა, გერმანიას, ევროკავშირის როტაციული თავჯდომარეობის პერიოდში წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ეს პერიოდი ანკარა-ბერლინს შორის ურთიერთობებში დადებითად აისახება.


საკვანძო სიტყვები: #ტურიზმი , #თურქეთი , #გერმანია

მსგავსი ინფორმაციები