თურქეთის ავიახაზები კანადაში ხვალ სპეციალურ რეისს შეასრულებს

თურქეთის ავიახაზები კანადაში ხვალ სპეციალურ რეისს შეასრულებს

1430973
თურქეთის ავიახაზები კანადაში ხვალ სპეციალურ რეისს შეასრულებს

თურქეთის ავიახაზები კანადაში მყოფი თურქეთის მოქალაქეების ჩამოსაყვანად ხვალ სპეციალურ რეისს შეასრულებს.

თურქეთის ტორონტოს გენერალურ საკონსულოში გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნით, 8 ივნისს, ორშაბათს, ადგილობრივი დროით 19.50 საათზე თურქეთის ავიახაზების ორგანიზებით შესრულდება რეისი (TK6882) ტორონტო-სტამბოლი. ამ რეისზე მხოლოდ თურქეთში ბინადრობის ნებართვის მქონე პირები და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები დაიშვებიან.“

აქვე ნათქვამია, რომ ფრენის დღეს, კოვდ - 19-ის ვირუსული სიმპტომების ან ვირუსის დიაგნოზის მქონე პირები თვითმფრინავში არ დაიშვებიან, მგზავრები თურქეთში ჩასვლისთანავე თავიანთ სახლებში 14 დღის განმავლობაში კარანტინში დარჩებიან.

თურქეთის ავიახაზებმა, პირველი 8 აპრილს, მეორე 22 აპრილს და ბოლოს 4 ივნისს შესრულებული საევაკუაციო რეისებით კანადიდან თურქეთში მთლიანობაში 833 ზრდასრული და 15 ჩვილი მგზავრის ჩამოყვანა უზრუნველყო.



მსგავსი ინფორმაციები