ამერიკა თურქეთს მადლობას უხდის

ამერიკა თურქეთს მადლობას უხდის

1408107
ამერიკა თურქეთს მადლობას უხდის

ამერიკის შეერთებული შტატების  თავდაცვის დეპარტამენტის ევროპისა და ნატო-ს პოლიტიკის საკითხებში მდივნის მოადგილე, მაიკლ რაიანიმ თურქეთს, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ ბრძოლისათვის გაწეული დახმარების გამო  მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, თურქეთის და ამერიკის ოფიციალური პირები ერთი კვირაა ხსენებული დახმარებიის კოორდინაციას ახდენდნენ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განკარგულებით, ეროვნული თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი A 400M ტიპის  სპეციალური კარგოს თვითმფრინავით ადგილობრივი წარმოების ათასობით სამედიცინო დახმარების მასალა, როგორიცაა N95 პირბადეები,  სპეციალური დამცავი სამოსი და სადეზინფექციო საშუალებები, კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისათვის, ამერიკის შეერთებულ შტატებს გაეგზავნა.

მეორეს მხრივ თურქეთმა, კოვიდ-19-ის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ, ამერიკის შეერთებულ შტატებს კიდევ ერთი  თვითმფრინავით გაუგზავნა სამედიცინო დახმარების მასალა.

ცნობისათვის, თურქეთმა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით მსგავსი დახმარებები ადრე იტალიას, ესპანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს, სერბეთს, ბოსნია და ჰერცეგოვინას  და კოსოვოს, დიდ ბრიტანეთს,  სომალის  და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას გაუგზავნა.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ამერიკა

მსგავსი ინფორმაციები