პრეზიდენტმა ერდოღანმა დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა

პრეზიდენტმა ერდოღანმა დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა

1407420
პრეზიდენტმა ერდოღანმა დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში და მედიაში გავრცელებული ინფორმაციებსი ნაცვლად, კოვიდ-19-ის მიმართებაში ურთიერთმხარდაჭერა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს. პრეზიდენტმა ერდოღანმა, აშშ-ს პრეზიდენტს, თურქეთის მხრიდან გაგზავნილ სამედიცინო დახმარებებთან ერთად წერილიც გაიგზავნა, რომელშიც ნათქვამია: „იმედი მაქვს, რომ ეს თავმდაბალი დახმარება ხელს შეუწყობს თქვენს ბრძოლას ეპიდემიასთან და თქვენი მოქალაქეების გამოჯანმრთელებას. გარწმუნებთ, რომ ჩემი ქვეყანა გააგრძელებს ყველა სახის სოლიდარობის დემონსტრირებას, როგორც აშშ-ს საიმედო და ძლიერი პარტნიორი. ჩვენს რეგიონში ბოლოდროინდელმა მოვლენებმა აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თურქეთ-აშშ-ის თანამშრომლობის შენარჩუნება უძლიერესი გზით. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს პერიოდში კონგრესი და აშშ-ის პრესა უკეთესად გაიგებენ ჩვენი ურთიერთობების სტრატეგიულ მნიშვნელობას და იმის მიხედვით იმოქმედებენ, როგორც საჭიროა. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ამ პროცესში, ჩემი ქვეყანა აშშ-სადმი გააგრძელებს სოლიდარობის გამოვლენას საიმედო და ძლიერ პარტნიორად, როგორც ეპიდემიასთან ბრძოლისთვის ძირითადი სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებაში, ასევე ნორმალიზაციის პროცესში“.


საკვანძო სიტყვები: #წერილი , #ტრამპი , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები