15 თებერვალი ისტორიაში

15 თებერვალი ისტორიაში

1359266
15 თებერვალი ისტორიაში

 

გთავაზობთ ამ დღის გამორჩეულ მოვლენებს

........

1898 წლის 15 თებერვალს, კუბის ჰავანის პორტში, რომელიც იმ დროს ესპანეთის კუთვნილებაში შედიოდა, აშშ-ის 1 სამხედრო გემი აფეთქდა, რასაც 260 მეზღვაური ემსხვერპლა. ამან სტარტი მისცა აშშ - ესპანეთს ომს, რაც იმავე წლის 10 აგვისტოს ზავით დასრულდა და მისი მიხედვით ესპანეთმა უარი თქვა ყველა თავის უფლებებზე კუბაზე, გუამის კუნძული და პუერტო რიკოც აშშ-ს გადაეცა, ხოლო ფილიპინები კი 20 მილიონ დოლარად ისევ აშშ-ს გადაეცა

 

1961 წლის 15 თებერვალს, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 73 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის აშშ-ის ყინულზე სრიალის ეროვნული ნაკრების წევრებიც

 

1989 წლის 15 თებერვალს საბჭოთა კავშირმა მთლიანად დატოვა ავღანეთი, რითაც 9 წლიანი ავღანეთის ომი დასრულდა. ამ  ომში დაახლოებით 1 მილიონი ავღანელი დაიღუპა, 2.5 მილიონზე მეტი დაშავდა ან ინვალიდი გახდა. ქვეყნიდან ემიგრაციაში წავიდა 5 მილიონი ავღანელი

  

 

1999 წლის 15 თებერვალს, ქურთული ტერ ორგანიზაცია PKK-ს ლიდერი აბდულა ოჯალანი კენიაში დააკავეს. იგი მანამდე სირიაში იმალებოდა და ანკარის ზეწოლით იგი კენიაში გააძევეს. იგი ნაირობიდან ჰოლანდიაში აპირებდა გაფრენას და თურქეთის უშიშროების თანამშრომლებმა იგი დააკავეს და სტამბოლში ჩამოიყვანეს რა, სასმართლომ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, რის მოხდასაც იგი აგრძელებს

  



მსგავსი ინფორმაციები