„კუთხე-კუნჭული“ 29/2919

„კუთხე-კუნჭული“ 29/2919

1298747
„კუთხე-კუნჭული“ 29/2919

„კუთხე-კუნჭული“ 29/2019

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი მარიამ გაფრინდაშვილი

თურქეთში, ხმელთაშუაზღვისპირეთის სანაპიროსთან ახლოს არის პატარა ანტიკური ქალაქი პატარა. მიუხედავად იმისა, რომ სახელწოდება ქართულად ჟღერს, მას ქართულ ცივილიზაციასთან არაფერი აკავშირებს. ანტიკური ქალაქი პატარა ფეთჰიე-ქალქანს შორის ქსანთოსის ხეობაში დღევანდელ სოფელ ოვაგელემიშის ტერიტორიაზე მდებარეობს. პატარა, უძველესი ლიკიის მნიშვნელოვანი ქალაქის ფუნქციას ასრულებდა. 1988 წლიდან დღემდე ამ ანტიკურ ქალაქში აქდენიზის უნივერსიტეტის პროფესორის ფაჰრი იშიქის ხელმძღვანელობით არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. მსოფლიო მასშტაბით ქალაქი პატარა ისტორიული მნიშვნელობის გარდა კარეტა-კარეტების იშვიათი კუს სახეობის გამრავლების ადგილადაც მიიჩნევა.

ქალაქი პატარა ასევე ქრისტიანებისათვისაც მნიშვნელოვანი წმინდანის ნიკოლოზის დაბადების ადგილად მოიხსენიება. მე-4-ე საუკუნეში მცხოვრები წმინდანის დაბადების ადგილის მოსალოცად ამ პატარა ქალაქში მთელი მსოფლიოდან ქრისტიანები ჩამოდიან.

ქალაქი პატარა ამავე საახელწოდებით ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ. მე-13-ე საუკუნეში ხეთურ ტექტსტებში მოიხსენიება. ამ ქალაქის სტრატეგიული ღირებულება ერთმა მთავარმა ფაქტორმა განსაზღვრა: მთელ ქსანთოს ხეობაში ის ზღვაზე გამავალი ერთადერთი ცენტრი იყო, ის პორტის დანიშნულებასაც ასრულებდა. ზღვის ფარნად წოდებული ანტიკური ნაგებობაც სწორედ აქ მდებარეობს და დღემდე თავილშისაცემი პომპეზურობით იპყრობს მნახველის ყურადღებას.

ქალაქი პატარა აპოლონის მთავარ სამლოცველოდაც მიიჩნეოდა. გარდა საღვთო რიტუალური ადგილისა, აქ ანატოლიიდან რომში გასაგზავნი მარცველულის დასაბინავებელი ერთგვარი ხაზინა არსებობდა. შუასაუკუნეების განმავლობაში ამ ტერიტორიაზე თურქები იწყებენ განსახლებას და ქალაქის დანიშნულებაც გარკვეულწილად იცვლება. ანტიკურ აბანოებს აქ ოსმალური ცვლის.

დღევანდელი ქალაქი პატარა, ორი ნაწილისგან შედგება. ერთი ნაწილი მთლიანად არქეოლოგების მეთვალყურებოის ქვეშაა და ერთ დროს მთავარი ქალაქის ნასახლარის სევდიან შთაბეჭდილებას ტოვებს. ოდესღაც ღმერთების განსადიდებლად აგებული თლილქვიანი შენობები,  ქრისტიანობისდროინდელი ეკლესიები, ზღვის შუქურა და რომაულ-ოსმალური აბანოები ქალაქის ამ ნაწილის ერთგული მკვიდრები არიან. პატარას მეორე ნაწილს რაც შეეხება, ის თურქ ადგილობრივ მოსახელობასთან ერთად ზღვის სიყვარულისა თუ ისტორიული ნაგებობების ინტერესის გამო ევროპიდან ჩამოსული ადამიანებით დასახლებული ადგილია. თანამედროვე კაფე-ბარებითა და უცხოელთა შერეული ენების საუბარი პატარას ცენტრში სეირნობისას იქ მოხვედრილ ადამიანს ერთი შეხედვით აბნევს კიდეც. თუმცა ერთი საინტერესო რამაც ხდება ქალაქ პატარაში, ბოლო რამდენიმე წელია ეს პატარა ქალაქი ანკარიდან და სტამბოლიდან, მეგაპოლისის ცხოვრებით თავგაბეზრებული, პატარას პატარა ცხოვრებით აღტაცებული თურქებით შეივსო და ქალაქს ფუნქციურობა ორმაგად დაუბრუნდა.

ქალაქ პატარაში ერთხელ ჩასული აუცილებლად გეგმავს მომავალ წელს ამ მომნუსხველ ქალაქში მოგზაურობას. მეც მსგავსი შთაბეჭდილებით სავსე დავბრუნდი პატარადან მომავალში ისევ იქ გამგზავრების იმედით.



მსგავსი ინფორმაციები