ისრაელში ანტიკური ქალაქი აღმოაჩინეს

იგი 5 ათასი წინ აშენებულა

1284192
ისრაელში ანტიკური ქალაქი აღმოაჩინეს

 

ისრაელის ანტიკური მონუმენტების ორგანიზაციიდან გავრცელებული წერილობითი განცხადებით, ჩრდილოეთ ისრაელში (ისტორიული პალესტინის ტერიტორიაზე) მდებარე ქალაქ ჰარიშთან ახლოს მიმდინარე გზის მშენებლობის დროს, კარგად დაგეგმილი ანტიკური ქალაქი აღმოაჩინეს, რომელიც 65 ჰექტარზეა გაშენებული და რომელშიც სავარაუდოდ 6 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ამ 5000 წლიან ქალაქში, რომელიც, სავარაუდოდ, ადრეული ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება, გზები და უბნები დაგეგმილად არის ერთმანეთთან მიწყობილი და ქალაქის ცენტრში ტაძრის ნაშთებიცაა შემორჩენილი. ეს ანტიკური ქალაქი ციხე-გალავნითაა გარშემორტყმული და მისი მცხოვრებნი სოფლის მეურნეობითა და ვაჭრობით ირჩენდნენ თავს. 2,5 წლის განმავლობაში მიმდინარე გათხრების დროს აქ ადამიანებისა და ცხოველების იშვიათი ფიგურები, თიხის ჭურჭელი და სხვა, დაახლოებით 4 მილიონი ნიმუში იქნა აღმოჩენილი და მკვლევარების აზრით, მათი უმრავლესობა ეგვიპტიდან არის შემოტანილი



მსგავსი ინფორმაციები