ლეონარდო და ვინჩის წინაპრები თურქები იყვნენ!?

ამას ვარაუდობს ხელოვნების ისტორიკოსი სიმონ ჰევიტი

1279702
ლეონარდო და ვინჩის წინაპრები თურქები იყვნენ!?

 

ვარაუდობდნენ, რომ რენესანსის პერიოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხატვარი, იტალიელი ლეონარდო და ვინჩი, შეიძლება წარმოშობით ხაზარელი  თურქი ყოფილიყო. ცნობილმა ხელოვნების ისტორიკოსმა სიმონ ჰევიტმაც, ამ საკითხისადმი მიძღვნილ წიგნში  გამოთქვა ვარაუდი, რომ და ვინჩის წინაპრები შეიძლება იყვნენ კასპიის ზღვისპირა თურქები. ეს ვარაუდი ჰევიტმა პირველად გამოთქვა, 1495 წელს დახატული კარიკატურის ნახვის და ანალიზის შემდეგ გამოქვეყნებულ "Leonardo da Vinci and the Book of Doom" სახელწოდების წიგნში. მანვე The Guardian-თან საუბარშიც აღნიშნა, რომ ამ დასკვნამდე იგი მიიყვანა და ვინჩის მოწითალო ფერის თმებმა. ეს გაზეთი წერს: “მე-15 საუკუნის ქალაქ მილანში მოწითალო ფერის თმიანი ადამიანის ნახვა ძალიან იშვიათობა იყო. ჰევიტი ეჭვობს, რომ ლეონარდო შეიძლება მოდიოდეს თურქული წარმოშობის ხაზარებისაგან, რომლებიც  აზიის სტეპებიდან მიმოიფანტნენ შავი ზღვისკენ და აღმოსავლეთ ევროპისკენ და მათი მთავარი გარეგნული მახასიათებელი მოწითალო ფერის თმები იყო“



მსგავსი ინფორმაციები