პრეზიდენტმა  მოსახლეობა „ტექნოფესტზე“ მიიწვია

პრეზიდენტმა  მოსახლეობა „ტექნოფესტზე“ მიიწვია

1273630
პრეზიდენტმა  მოსახლეობა „ტექნოფესტზე“ მიიწვია

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა, რომ იგი დღეს,  თურქეთის პირველი ავიაციის, კოსმოსისა და ტექნოლოგიების ფესტივალის „ტექნოფესტზე“ დაესწრება რა, მოსახლეობაც ამ  ფესტივალზე მიიწვია. სტამბოლში ათათურქის  აეროპორტში 17 სექტემბერს დაწყებული ფესტივალი,  22 სექტემბრამდის გაგრძელდება. თურქეთის ტექნოლოგიის გუნდის ფონდის (T3)  და მრეწველობის და ტექნოლოგიების სამინისტროს ეგიდით გამართულ  ტექნოფესტზე მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან სხვადასხვა დაწესებულებები ესწრებიან. ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა სემინარები, საერთაშორისო ინიციატივის სამიტები  და მრავალი  აქტივობებიც იმართება. მიმდინარე წლის ტექნოფესტის  თემა „ტექნოლოგია კაცობრიობის სასარგებლოდ“ გახლავთ.



მსგავსი ინფორმაციები