თურქული სამზარეულო 38/2019

"ბატკნის ხორცის გუვეჯი ბოსტნეულით"

1271072
თურქული სამზარეულო 38/2019

"ბატკნის ხორცის გუვეჯი ბოსტნეულით"

მოგესალმებით. შემოგთავაზებთ „ბოსტნეულიანი ბატკნის ხორცის გუვეჩი“ს რეცეპტს. თურქულად თიხისაგან დამზადებულ ქვებსაც და ამ ქვაბში მომზადებულ კერძსაც „გუვეჯ“ს ეძახიან. ყურადღება უნდა გაამახვილოთ იმაზე რომ გუვეჯში კერძის მომზადებას ჩვეულებრივზე უფრო მეტი დრო სჭირდება. ამის მიზეზი ის არის რომ თიხისგან დამზადებული ქვაბი გვიან ცხელდება და ცივდება და სწორედ ამის გამოა გემრიელი თიხის ქვაბში მომზადებული კერძი.  ახლა კი გადავიდეთ რეცეპტზე.

 

ბატკნის ხორცის ბოსტნეულიანი გუვეჯის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

700 გრამი დაჭრილი ბატკნის ხორცი

2 ცალი საშუალო ზომის ხახვი

4 ცალი მწვანე წიწაკა

4 ცალი პომიდორი

2 ცალი ბადრიჯანი

3 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი

1 ცალი საშუალო ზომის სტაფილო

1 ცალი საშუალო ზომის ყაბაყი

1 სუფრის კოვზი ტომატის პასტა

3 კბილი ნიორი

ნახევარი ჩაის კოვზი ხმელი ქონდარი

ნახევარი ჩაის კოვზი შავი პილპილი

მარილი

მეოთხედი ჩაის ჭიქა ზეითუნის ზეთი

ახლა კი გადავიდეთ მომზადების წესზე. თავდაპირველად გუვეჯის ანუ თიხის ქვაბს ცხიმი წაუსვათ. ქვაბის ძირზე ჯერ ხორცი მოაწყვეთ. ხახვი ალყა-ალყა დაჭერით და ხორცზე მოაყარეთ. შემდეგ წვრილად დაჭრილი მწვანე წიწაკა მოაყარეთ. ბადრიჯანი, ყაბაყი და კარტოფილი კუბიკებად დაჭერით და პილპილის ზემოდან რიგ-რიგობით ჯერ კარტოფილი, ბადრიჯანი და ბოლოს ყაბაყი მოაწყვეთ. სულ ზემოდან ალყა-ალყა დაჭრილი პომიდორი მოაწყვეთ. ტომატის პასტა ცოტა წყალში გახსენით და მასში შავი პილპილი, მარილი, ქონდარი და ზეითუნის ზეთი ჩაამატეთ და მოურიეთ, ტომატის პასტის სოუსი კერძს მოასხით და ქვაბი დაბალ ცეცხლზე 1-1,5 საათი ხარშეთ. კერძი სუფრასთან ცხელი მიიტანეთ.

შეგერგოთ!



მსგავსი ინფორმაციები