ეჭვმიტანილმა მეჩეთზე თავდასხმა აღიარა

მან 10 აგვისტოს 1 კაცი დაჭრა

1253869
ეჭვმიტანილმა მეჩეთზე თავდასხმა აღიარა

 

21 წლის ფილიპ მანსაუზმა, რომელიც დააკავეს ნორვეგიის ქალაქ ბარუმში, აქ მოქმედი ალ-ნურის ისლამური ცენტრის მეჩეთზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ბრალდება მიიღო. მანსაუზის ადვოკატმა უნნი ფრიესმა, ნორვეგიის სახელმწიფო ტელეარხ NRK–თან საუბარში განაცხადა, რომ მისმა კლიენტმა გუშინ გადაწყვიტა დაკითხვაზე გასვლა და  უპასუხა რა პოლიციის კითხვებს, მიიღო მისთვის წაყენებული ბრალდება. ოსლოს სასამართლომ ერთი კვირის წინ, "მკვლელობისა" და "ტერორისტული თავდასხმის" ბრალდებით მოაწყო სასამართლო პროცესი, მაგრამ, ბრალდებულმა მაშინ უარყო ეს ბრალდება და გამოიყენა დუმილის უფლება. 10 აგვისტოს ერთმა შეიარაღებულმა პირმა ქალაქ ბარუმის მეჩეთზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც 1 კაცი დაშავდა, ხოლო ეჭვმიტანილი კი დააკავეს.



მსგავსი ინფორმაციები