ტურიზმი თურქეთში 17

ანტიკური ქალაქი ბერგამა, იგივე პერგამონი

1191993
ტურიზმი თურქეთში 17

 

პატ. რ-ბო! ამ ციკლურ პროგრამაში ვაგრძელებთ თქვენთვის თურქეთის ყველაზე გამორჩეული ტურისტული ადგილების გაცნობას და დღეს, ანტიკურ ქალაქ ბერგამას გაგაცნობთ, რომელიც ეგეოსის ზღვის რეგიონში, ქალაქ იზმირიდან 100 კმ-ში მდებარეობს და რომელიც 2014 წლიდან შეყვანილია  იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში

ბერგამას, მრავალმხრივი კულტურულ-ლანდშაფტური ტერიტორია გააჩნია და იგი ძალზედ მდიდარია არქეოლოგიური ძეგლებით. ისტორიის სხვადასხვა საფეხურზე მან მრავალ კულტურას და ცივილიზაციას უმასპინძლა და არქეოლოგებმა ამის დამადასტურებელი მრავალი კულტურული ფენა აღმოაჩინეს

ბერგამას მრავალ ფენოვანი კულტურულ-ლანდშაფტური ტერიტორია მოიცავს ელინისტური, რომის, აღმოსავლეთ რომისა და ოსმალეთის პერიოდს. ამ განსხვავებული კულტურების თანმიმდევრულმა დასახლებამ კი ანტიკურ ქალაქში უნიკალური ურბანული ფორმა და მონუმენტური არქიტექტურა შექმნა.

ამ დასახლებაში ყველაზე მთავარი 9 არქეოლოგიური ველი არსებობს და ესენია: პერგამონის აკლდამა, ქალღმერთ ქიბელეს ტაძარი, ილიას ველი, ნანგრევების გორა, ორმაგი ყორღანი, თავშანლის გორა, იქს ყორღანი, ყორღანი და მალთეფეს აკლდამა

უძველესი ტექსტებში ამ ქალაქს პერგამონს უწოდებენ და ჩ.წ.-მდე 200-იან წლებში იგი  ატტალოსების დინასტიის დედაქალაქიც იყო რა, მომდევნო ეპოქებში კულტურის, მეცნიერების და პოლიტიკის დიდი ცენტრი გახდა. სწორედ ამ ქალაქში აიგო ფეშენებელური შენობა-ნაგებობები, სრა-სასახლეები, ტაძრები, თეატრები, დიდი ბიბლიოთეკა და ა.შ.

პერგამონი ჩ.წ.-მდე 133 წელს რომაელების ხელში გადავიდა და ამ პერიოდში შეიქმნა იმ დროის ყველაზე უდიდესი ჯანდაცვის ცენტრი ასკლეპიონი, სადაც ფსიკურად დაავადებულებს კურნავდნენ. ბიზანტიის პერიოდში ეს ქალაქი თანდათანობით კარგავს მნიშვნელობას და ჩვეულებრივი დასახლება ხდება

ეს უძველესი ქალაქი მე-14 საუკუნის დასაწყისში შევიდა ოსმალეთის იმპერიის ადმინისტრაციაში და ახლიდან დაიწყო აღზევება რა, მის ფარგლებში მრავალი ახალი აბანო, ხიდები, მეჩეთები, მედრესეები, სავაჭრო და სამუშაო ცენტრები აშენდა

პირველი არქეოლოგიური გათხრები ბერგამაში 1870 წელს დაიწყო და მას შემდეგ გამოვლენილი ანტიკური ქალაქის უდიდესი ნაწილი და სხვა ძეგლები გამოფენილია ბერგამას სახელმწიფო მუზეუმშიც და უცხოეთის მუზეუმებშიც

ქალაქის აკროპოლის ერთი ნაწილი კარგადაა შემორჩენილი. აქვეა ათენას ტაძარი, რომლის მხოლოდ საძირკველი ჩანს. ბერგამას ზევსის ტაძრის ნანგრევები კი  ბერლინშია გამოფენილი. მნიშვნელოვან არქიტექტურულ ნაგებობებში შედის დიონისეს ტაძარი და ბიბლიოთეკა, რომელშიც 200 ათასამდე წიგნი ინახებოდა და ეს წიგნები ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრას რომის სარდალს და მეორე ქმარს, მარკუს ანტონიუსს უჩუქებია. ბერგამას თეატრი, რომელიც ციცაბო კლდეზე იყო მიშენებული, 10 ათას კაცზე ყოფილა გათვალისწინებული. მის მახლობლად მდებარეობდნენ გიმნაზია, ფსიქიკური დაავადების ცენტრი ასკლეპიონი, ქანდაკებათა და ხელოვნების სკოლა, სერაპიონის ტაძარი, რომელიც შემდეგ ეკლესიად გადაკეთდა და რაც მთავარია, პირველი ქაღალდის გამომგონებლებიც ბერგამოელები იყვნენ და ამიტომ ეძახდნენ უძველეს ქაღალდს პერგამონს

 

 



მსგავსი ინფორმაციები