პარიზის მშვენება დაიწვა

ნოტრ-დამის ტაძარში გაჩენილი ხანძარი ჩაქრობილია

1184119
პარიზის მშვენება დაიწვა

 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძარი, 500-მდე მეხანძრის 8,5 საათიანი მუშაობის შემდეგ თითქმის ჩამქრალია, თუმცა ამ ხანძრის დროს ტაძრის სახურავი და 93 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ერთი კოშკი ჩამოინგრა.

პარიზის მშვენებას, ნოტრ-დამის ტაძარს ხანძარი 15 აპრილს, საღამოს გაუჩნდა და ჩამოინგრა ტაძრის შპილი, საათი და სახურავის ნაწილი, ხოლო გადარჩა შენობის ძირითადი კონსტრუქცია და მთავარი ფასადის კოშკები.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს იძიებს პარიზის პროკურატურა, რომლის განცხადებითაც ცეცხლი განზრახ გაჩენილი არ არის და შესაძლოა უკავშირდებოდეს ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებს, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო.

საფრანგეთის ისტორიული ძეგლების აღმდგენი “მემკვიდრეობის“ ფონდის განცხადებით, ნოტრ-დამის აღდგენისათვის, ეროვნული დახმარების კამპანიას დაიწყებენ და მის ფარგლებში, ფრანგი მილიარდერის პინოლტის ოჯახი, 856 წლიანი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციისთვის 200 მილიონ ევროს გამოყოფს.

ეს ტაძარი ცნობილმა ფრანგმა მწერალმა ვიქტორ ჰიუგომ უკვდავყო 1831 წელს გამოცემულ რომანში.

ამავე კათედრალში აკურთხეს ნაპოლეონი იმპერატორად



მსგავსი ინფორმაციები