ტურიზმი თურქეთში 7

ანტიკური ქალაქი ჰიერაპოლისი

1158231
ტურიზმი თურქეთში 7

 

 

პატ. რ-ბო! ამ ციკლურ პროგრამაში ვაგრძელებთ თქვენთვის თურქეთის ყველაზე გამორჩეული ტურისტული ადგილების გაცნობას და დღეს ანტიკურ ქალაქ ჰიერაპოლისს გაგაცნობთ, რომელიც ფამუქქალესთან ერთად 1988 წელს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში იქნა შეყვანილი

ფამუქქალე, ეგეოსის რეგიონში, დენიზლის ოლქში მდებარეობს და სწორედ მის მახლობლად, კონკრეტულად კი ჩალდაღის სამხრეთ ფერდობებზე ჩაივლის კალციუმის ოქსიდის შემცველი წყალი, რომელიც თეთრი ტრავერტინების ბრწყინვალე ბუნებრივ სილამაზეს და სანახაობას ჰქმნის

ფამუქქალეს ტრავერტინი 2700 მეტრი სიგრძისა და 160 მეტრი სიმაღლისაა, რის გამოც მისი ნათელი, თეთრი ფერის საფარი რამდენიმე კმ-ის სიშორიდანაც კარგად ჩანს

აქვე ახლოს მდებარეობს ანტიკური ქალაქი ჰიერაპოლისი, რომელიც ამ რეგიონის ერთ ერთ ყველაზე უძველეს ისტორიულ და არქეოლოგიურ ცენტრსაც წარმოადგენს. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ელინისტური და ადრეული ქრისტიანული პერიოდის ნაშთებს.

ეს ანტიკური ქალაქი, ჩ.წ.-მდე მეორე საუკუნეში, პერგამონის მეფე ეუმენეს მეორემ გააშენა, ხოლო მისი სახელი სავარაუდოდ, მეფე ტალეპოსის მეუღლის, ჰერას საპატივსაცემოდ შეარქვეს. ქრისტიანობის გავრცელებაში ამ ქალაქმა უდიდესი და   უმნიშვნელოვანესი როლი შეიტანა. სწორედ ჰერაპოლსიში მოკლეს იესო ქრისტეს  თორმეტი მოციქულთაგან ერთ-ერთი, წმინდა ფილიპე, რომლის სახელზეც აქ მე-4 საუკუნეში, მისი სახელობის რელიგიური ცენტრი ააშენეს. მომდევნო ხანებში ეს ანტიკური ქალაქი აღმოსავლეთ რომის იმპერიაში შევიდა და საეპისკოპოსო ცენტრიც გახდა. გარდა ამისა. ჰიეროპოლისი ლითონის,  ქვის დამუშავებისა და ტექსტილის დიდი ცენტრიც იყო.

თუ ეწვევითთ ფამუქქალეს და ანტიკურ ქალაქ ჰიერაპოლისს, აუცილებლად მოინახულეთ ასევე რეგიონის ბუნებრივი სილამაზეები, მღვიმეები და ჩანჩქერები და რაც მთავარია, აუცილებლად უყურეთ და დატკბით თეთრი ტრავერტინებიდან  მზის ჩასვლას და ამოსვლას



მსგავსი ინფორმაციები