არგენტინაში ჰანტავირუსია გავრცელებული

მას უკვე 13 ადამიანი ემსხვერპლა

1129301
არგენტინაში ჰანტავირუსია გავრცელებული

 

არგენტინის ჩუბუტის პროვინციაში გავრცელებული ჰანტავირუსის ინფექციის შედეგად კიდევ 1 კაცი დაიღუპა და ამით ამ ქვეყანაში, ხსენებული ვირუსით დაღუპულთა რაოდენობამ იანვრის თვეში 13 კაცს მიაღწია რა, აქედან 5 კაცი დედაქალაქ ბუენოს აირესის გარეუბნებში, დანარჩენები კი გასულ კვირას, ენტრე რიოსა და სალტას პროვინციებში დაიღუპნენ.

გავრცელებული ინფორმაციებით ჩუბუტის პროვინციაში ჰანტავირუსით ინფიცირებულია და ჰოსპიტალიზებულია მთლიანობაში 29 ადამიანი.

ქვეყნის ხელისუფლება, ეპიდემიის გავრცელებას მის მუტაციას და ადამიანებიდან ადამიანებზე გავრცელებით ხსნის.

ჰანტავირუსით დაავადებულები გულის ან ფილტვის უკმარისობას განიცდიან, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების უკმარისობაც და ამჟამად არ არსებობს რაიმე ვაქცინა ან მისი სპეციალური მკურნალობის მეთოდი.

არგენტინაში, 2013-2018 წლებში ჰანტავირუსის ინფექციის შედეგად 111 ადამიანი დაიღუპა



მსგავსი ინფორმაციები