ერდოღანმა სტატია მისწერა ამერიკულ გაზეთ ნიუ-იორკ ტაიმსს

“ტრამპმა სირიიდან ჯარების გაყვანის საკითხში სწორი გადაწყვეტილება მიიღო“

1121196
ერდოღანმა სტატია მისწერა ამერიკულ გაზეთ ნიუ-იორკ ტაიმსს

 

პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სტატია მისწერა ამერიკულ გაზეთ New York Times/ნიუ-იორკ ტაიმსს და სწორი უწოდა აშშ-ს მხრიდან თავისი ჯარების სირიიდან გაყვანის გადაწყვეტილებას რა, ხაზი გაუსვა, რომ ახლა ამერიკამ თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად აქტიური თანამშრომლობა უნდა გააგრძელოს, განსაკუთრებით ნატოს წევრ და მოკავშირე თურქეთთან, რომლის სამხედრო ძალები ნატოში, აშშ-ს შემდეგ ყველაზე უდიდესად ითვლება, რამეთუ, სწორედ თურქეთს შეუძლია სირიაში საბოლოო სტაბილურობის დამყარება და იგი ძლიერ კატეგორიულია ამ საკითხში.

ერდოღანის თქმითვე, ანკარას არავითარი პრობლემა არ აქვს სირიელ ქურთებთან, არამედ სირიის ჩრდილოეთში მოქმედ სეპარატისტულ ტერ ორგანიზაცია YPG/PKK-თან აქვს, რომელიც  ბავშვებს ძალით აიარაღებს, რითაც არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და კანონებს.

“აშშ-ს მხრიდან სირიიდან თავისი ძალების გაყვანის შემდეგ, ჩვენ ჩავატარებთ სიღრმისეულ გამოძიებას, რათა ეს ბავშვები დავუბრუნოთ თავიანთ ოჯახებს", აღნიშნავს ერდოღანი.

იგი ეხება თურქი ჯარების მხრიდან სირიის ჩრდილოეთში, თურქეთის საზღვრების გასწვრივ გასულ წელს  განხორციელებულ “ევფრატის ფარის“ და “ზეთისხილის რტოს“ სახელწოდებების ანტიტერორისტულ ოპერაციებს და ხაზს უსვამს, რომ ამ ოპერაციებით თურქეთის და ევროპის უსაფრთხოება გარანტიაზე იქნა აყვანილი რა, მსგავს ოპერაციებს მომავალშიც გააგრძელებს.

ერდოღანი ამავე სტატიაში სირიის ტერიტორიულ მთლიანობასაც ეხება და წერს, რომ ამ მიმართებით თურქეთი სხვა მოკავშირე და მეგობარ ქვეყნებთან ერთად დიდ ძალისხმევას გამოიჩენს, რათა არ დაირღვეს ამ ქვეყნის ერთიანობა.

სტატიის ბოლოს ერდოღანი DEAŞ-თან ბრძოლასაც აფასებს და ხაზს უსვამს, რომ მის წინააღმდეგ კატეგორიულ ბრძოლას მის სრულ განადგურებამდის გააგრძელებენ



მსგავსი ინფორმაციები