ერდოღანმა ახალი წლის მისალოცი მესიჯი გაავრცელა

ერდოღანმა ახალი წლის მისალოცი მესიჯი გაავრცელა

1116734
ერდოღანმა ახალი წლის  მისალოცი მესიჯი გაავრცელა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი წარმატებული  წელი უკან დატოვა. ერდოღანმა საახალწლო მესიჯი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია:

„ახალი წელი, ჩვენი ერის და კაცობრიობისთვის სიკეთის მომტანი ყოფილიყოს. ექსპორტში და ტურიზმის სფეროში ისტორიულ წარმატებებს მივაღწიეთ. ასევე შევამცირეთ, იმპორტ-ექსპორტის კოეფიციენტი. ჩვენ ვაგრძელებთ კრიტიკულ სექტორებში კვლევებს და განვითარებას. ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ წარმოების გაზრდას. თურქეთი, რეგიონალურ საკითხებში, როგორც დიპლომატიაში  ასევე პრაქტიკაშიც მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი ქვეყნის პოზიციაზე ავიდა. იმას რასაც ამ თვალსაზრისით ვაკეთებთ, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაა. თურქეთმა, სირიის კრიზისთან დაკავშირებით, ყოველთვის ჰუმანიტარული მხრით მიდგომა ირჩია რა, ყოველთვის ჩაგრულების გვერდით იდგა და ასე გააგრძელებს მომავალშიც. ამ თვალსაზრისით, იერუსალიმის, დამასკოს, კაიროს, ბაღდადის, ყირიმის და სხვა მრავალი კუთხის უფლებები დავიცავით-ვიცავთ. ჩვენი ერთადერთი მიზანი; როგორც საკუთარი ერის, ასევე რეგიონში მცხოვრები მეგობარი ხალხის უსაფრთხოება, მშვიდობა და საუკეთესო მომავალი გახლავთ. ამიტომ, ჩვენს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი, ეს სირიაში, ერაყში, ხმელთა შუა ზღვაში თუ სხვა რეგიონებში,  ამ იდეებს ემსახურება. ტერორისტებს თვალის გახელის უფლებასაც არ მივცემთ. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით ისტორიულად წარმატებული  წელი უკან დავტოვეთ. ჩვენი უსაფრთხოების ძალები როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საზღვრებს მიღმა ტერორისტების წინააღმდეგ მტკიცე ბრძოლას მომავლისთვისაც გააგრძელებენ, მანამ სანამ ბოლო ტერორისტი არ იქნება ლიკვიდირებული. ამ გრძნობებით, 2019 წელი ჩვენი ქვეყნის, რეგიონში მცხოვრებ ჩვენი მოძმე ხალხის და კაცობრიობისთვის მშვიდობის, სიკეთის, ხვავისა და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს. ყველა თქვენთაგანს ბედნიერ ახალ წელს გისურვებ.“



მსგავსი ინფორმაციები