დღეს წმ. მუჰამმედ შუამავლის დაბადების დღეა

შუამავალი მუჰამმედი 571 წელს მექაში მოევლინა სამყაროს

1090739
დღეს წმ. მუჰამმედ შუამავლის დაბადების დღეა

დღეს, მუსულმანური სამყარო წმ.  მუჰამედ შუამავლის დაბადების დღეს აღნიშნავს. დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით თურქეთის მასშტაბით მეჩეთებში სხვადასხვა სარიტუალო ლოცვები ტარდება.  წმ. მუჰამმედ შუამავლის დაბადების დღესთან დაკავშირებით,  თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელმა ალი ერბაშმა მესიჯი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „წმ. მუჰამმედი კაცობრიობისთვის მოვლენილი ბოლო შუამავალია. მისი  მოვლენის შემდეგ,  მანამდის არსებულ ყველა უზნეობას, უსამართლობას,  ცუდ საქციელს და ყოველგვარ ბოროტებას ბოლო მოეღო. ამ თვალსაზრისით მთელ მუსლიმანებს და ისლამურ სამყაროს ვულოცავ ამ დღეს და  ღმერთ შევთხოვ, რომ ამ დღის მადლით ყველგან მშვიდობამ და კეთილდღეობამ დაისადგუროს.“ შუამავალი მუჰამმედი 571 წელს მექაში მოევლინა სამყაროს.



მსგავსი ინფორმაციები