„ტიტანიკი 2“ 2022 წელს გავა კრუიზში

„ტიტანიკი 2“ 2022 წელს გავა კრუიზში

1074974
„ტიტანიკი 2“   2022 წელს გავა კრუიზში

1912 წელს კრუიზში გასული და აისბერგზე დაჯახების შემდეგ ჩაძირული ტიტანიკის მეორე ვერსია, 2022 წელს გავა კრუიზში. ფილმის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ხატად ქცეული ტიტანიკი, ახალი ვერსიისთვის ემზადება. კომპანია Blue Star Line-ის მხრიდან  ასაშენებელი „ტიტანიკი 2“ პირველ საკრუიზო სვლას იგივე მიმართულებით შეასრულებს, რომელიც პირველმა ტიტანიკმა.   კომპანიის ავსტრალიელმა  მენეჯერმა  კლაივ პალმერიმ სააგენტო, BBC-ს ინტერვიუ მისცა რა, განაცხადა: „კომპანია Blue Star Line 21-ე საუკუნის შესაბამისი ტექნოლოგიებით ისეთივე გემის აშენებას გეგმავს, რომლით მგზავრობის მსურველები საკუთარ თავს ისე იგრძნობენ, როგორც ნამდვილ ტიტანიკში. ახალ ტიტანიკს  ციფრული სანავიგაციო სისტემა, სატელიტური  კონტროლი და თანამედროვე სარადარო სისტემა ექნება, რასაც 21-ე საუკუნის გემისგან ველოდებით.  მილიონობით ადამიანი  ტიტანიკის უნიკალური ბრწყინვალების გამოცდაზე ოცნებობს. „ტიტანიკი 2“ კი მათ ამ ოცნებას ნამდვილად აუხდენს. სამუშაოები ისე მიმდინარეობს, რომ „ტიტანიკი 2“  2022 წელს გავიდეს ზღვაში.“



მსგავსი ინფორმაციები