„გოგონა ბუშტით“ ნახატმა აუქციონზე თვითგანადგურება განიცადა

ნახატი „გოგონა ბუშტით“ ლონდონში, სოთბის აუქციონზე 1,4 მილიონ დოლარად გაიყიდა

1063980
„გოგონა ბუშტით“ ნახატმა აუქციონზე თვითგანადგურება განიცადა

ინგლისელი ურბანისტი მხატვრის, ბენქსის ნახატი „გოგონა ბუშტით“ ლონდონში, სოთბის აუქციონზე 1,4  მილიონ დოლარად გაიყიდა.  ნახატმა  აუქციონზე გაყიდვის დროს „თვითგანადგურება“ განიცადა. აუქციონის დასრულების შემდეგ ქაღალდის გამანადგურებელი აპარატი, რომელიც ჩარჩოში წინასწარი იყო ჩამონტაჟებული ჩაირთო და სურათი დაანაწევრა. მომხდარიდან რამდენიმე საათის შემდეგ კი ბენქსიმ თავის Instagram-ზე გამოაქვეყნა ვიდეო პოსტი, რომელშიც ამბობს,  რომ ქაღალდის გამანადგურებელი აპარატი რამდენიმე წლის წინ თავად ჩაამაგრა ჩარჩოში  და როგორც თვითონ ამბობს: „იმ შემთხვევისთვის, თუ ოდესმე ნამუშევარს აუქციონზე გაიტანდნენ“. სოთბის აუქციონის სახლმა კი მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. „გოგონა ბუშტით“ ნახატის მყიდველის ვინაობა კი არ გამჟღავნებულა.



მსგავსი ინფორმაციები