ბოსნია და ჰერცეგოვინაში ხვალ არჩევნებია

518 სავარძლისათვის 7498 კანდიდატი იბრძოლებს

1063520
ბოსნია და ჰერცეგოვინაში ხვალ არჩევნებია

 

ბოსნია-ჰერცეგოვინაში ხვალ არჩევნები გაიმართება, რათა დადგინდეს კანტონების, სუბიექტების, ეროვნული პარლამენტისა და საპრეზიდენტო საბჭოს წევრების ახალი შემადგენლობა.

ეს არჩევნები ტარდება 1995 წლის დაიტონის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში.

რთული პოლიტიკური სტრუქტურის მქონე ამ ქვეყანაში 3,3 მილიონი რეგისტრირებული ამომრჩეველია და  518 სავარძლისათვის  7498 კანდიდატი იბრძოლებს.

დაიტონის შეთანხმების შემდეგ  ბოსნია-ჰერცოგოვინაში არჩევნები მერვედ იმართება და ეროვნული პარლამენტის გარდა  ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციის, სერბეთის რესპუბლიკის და კიდევ ბოსნია-ჰერცოგოვინას 10 კანტონის ახალი პარლამენტის წევრები იქნებიან არჩეულნი.

რაც შეეხება სახელმწიფოს ყველაზე უმაღლესი ორგანოს, საპრეზიდენტო საბჭოს ბოსნიელი, სერბი და ხორვატი წევრების არჩევას, ამ სამი პოზიციისათვის 15 კანდიდატი იბრძოლებს.

არჩევნები ადგილობრივი დროით 07.00 საათზე დაიწყება და საღამოს 19.00 საათზე დაიხურება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული საბოლოო სიის მიხედვით, არჩევნებში 58 პოლიტიკური პარტია, 34 დამოუკიდებელი კანდიდატი და 36 ბლოკი მიიღებს მონაწილეობას, ხოლო არჩევნებს დააკვირდება 6500 ადგილობრივი და უცხოელი დამკვირვებელი



მსგავსი ინფორმაციები