მსოფლიოში 1,2 მილიარდი ბავშვი რისკის ქვეშაა

Save the children ანგარიშს აქვეყნებს

983058
მსოფლიოში 1,2 მილიარდი ბავშვი  რისკის ქვეშაა

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „Save the children“ (გადავარჩინოთ ბავშვები)  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ანგარიშს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ბავშვების უმეტესობა სიღარიბის, კონფლიქტის ან დისკრიმინაციის რისკის ქვეშ ცხოვრობს. ანგარიშის მიხედვით 1 მილიარდი ბავშვი სიღარიბის,  240 მილიონი კონფლიქტების ზონაში ცხოვრობს, ხოლო  575 მილიონი  მცირეწლოვანი გოგონა კი იმ ქვეყანებში ცხოვრობს, სადაც ქალის დისკრიმინაცია უდიდესი პრობლემაა. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ბავშვთა უფლებების დაცვის მიხედვით ქვეყნების სიაც აქვეყნებს, რომელთაგან პირველ ხუთეულში სინგაპური,  სლოვენია, ნორვეგია, შვედეთი და ფინეთი შედიან.  სიის ბოლოში კი კვლავ აფრიკული სახელმწიფოები, მალი, ნიგერია და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა მოხვდნენ.



მსგავსი ინფორმაციები