ტრამპისა და კიმის შეხვედრა შეიძლება გაიმართოს

ამის შესახებ აშშ-ს ლიდერმა მარილანდში გამგზავრებამდე განაცხადა

979353
ტრამპისა და კიმის შეხვედრა შეიძლება გაიმართოს

 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტარმპმა მარილანდში გამგზავრებამდე, სადაც მონაწილეობს მიიღებს ამერიკის საზღვაო კურსანტების გამოსაშვებ ცერემონიაში, თეთრი სახლის ბაღში,    ჟურნალისტებისათვის  მოკლე განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ იონგ-ენთან შეხვედრის გამართვა კვლავ დგას დღის წესრიგში და ადრე დაგეგმილი მათი პირისპირი შეხვედრა შეიძლება 12 ივნისს შედგეს.

მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეის ბოლო განცხადებები დადებითი და სასიამოვნო იყო, ამიტომაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმთან შეხვედრას ჯერ კიდევ დადებითად უყურებს. როგორც ცნობილია,

ტრამპი და კიმი 12 ივნისს სინგაპურში უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, მაგრამ, ტრამპმა ეს შეხვედრა გააუქმა

 



მსგავსი ინფორმაციები