გაერო შეშფოთებას ვერ მალავს

ორივე მხარეს გონიერებისკენ მოუწოდებს

946342
გაერო შეშფოთებას ვერ მალავს

 

გაეროს გენერალური მდივნის პრეს სპიკერმა სტეფანე დუჟარიჩმა, ყოველდღიურ ტრადიციულ პრეს კონფერენციაზე აღნიშნა, რომ ისრაელის უშიშროების ძალების მიერ ღაზელი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალისმიერი მეთოდების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ, ამიტომაც დაპირისპირებულ მხარეებს გონიერებისკენ და ზომიერებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, ამჟამად რეგიონში იმყოფება გაეროს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის სპეციალური კოორდინატორი ნიკოლაი მლადენოვი, რომელიც ორივე მხარის წარმომადგენლებს ხვდება. ღაზელ დემონსტრანტთა გამოსვლები დღესაც გრძელდება



მსგავსი ინფორმაციები