მაკრონმა და რიანამ დაკარში განცხადება გაავრცელეს

ისინი ღატაკი ბავშვების განათლებაზე იზრუნებენ

902832
მაკრონმა და რიანამ დაკარში განცხადება გაავრცელეს

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და აშშ-ს პოპ-ვარსკვლავმა რიანამ განუვითარებელ და განვითარების გზაზე მყოფ ქვეყნებში განათლების პრობლემებზე მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღების მიქცევის მიზნით სენეგალის დედაქალაქ დაკარში მიმდინარე “განათლებისათვის გლობალური პარტნიორობის“ კონფერენციას ერთად შეუერთდნენ.

აქ გავრცელებულ განცხადებაში საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ განათლების ხელშეწყობა მათთვის არა არჩევანი, არამედ აუცილებლობა არის.

რიანას თქმით კი, სანამ მთელს მსოფლიოში ყველა ბიჭი და გოგო საგანმანათლებლო შესაძლებლობებს არ მიაღწევს, მანამდის გააგრძელებს ბრძოლას გაუნათლებლობის წინააღმდეგ.

მაკრონმა და რიანამ  მსოფლიო ლიდერებს და მდიდარ წრეებს, ღარიბი და ღატაკი ბავშვების განათლების მიღებისადმი მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

“განათლებისათვის გლობალური პარტნიორობის“ განცხადებით დღესდღეობით მთელს მსოფლიოში განათლებას არ იღებს 264 მილიონი ბავშვი



მსგავსი ინფორმაციები