ქელეხში დასალევით 12 ადამიანი დაიღუპა

ქელეხში დასალევით 12 ადამიანი დაიღუპა

876817
ქელეხში დასალევით  12 ადამიანი დაიღუპა

დომინიკის რესპუბლიკაში ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელით გარდაცვლილის ქელეხზე იმავე დასალევით კიდევ 12 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰაიტის საზღვართან ახლოს ერთ-ერთ სახლში დამზადებული  მეტანოლის შემცველი ლიქიორით ერთი პირი გასულ კვირას დაიღუპა. მათივე თქმით ამ პირის გასველების დროს ქელეხზეც იგივე დასალევი გამოიყენეს, რის გამოც მოწამლული 12 ადამიანი გარდაიცვალა, 21 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ და სამართალდამცველმა ორგანოებმა გამოძიება უკვე დაიწყეს. ჰაიტში შაქრის ლერწმისგან ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის დამზადება ხშირია.



მსგავსი ინფორმაციები