ტრამპმა ინდაურები კომფორტულ სასტუმროში მოათავსა

იგი ორი ინდაურიდან ერთს შეიწყალებს

851953
ტრამპმა ინდაურები კომფორტულ სასტუმროში მოათავსა

 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ის ინდაურები, რომლებთაგანაც ერთ ერთი უნდა შეიწყალოს ტრადიციული მადლიერების დღეს, კომფორტულ სასტუმროში მოათავსა.

ეს ინდაურები მას მინეაპოლისიდან გამოუგზავნეს და ეს იქნება მისი მხრიდან ინდაურის შეწყალების პირველი ცერემონია პრეზიდენტის პოსტზე და მისგან  შეწყალებული ინდაური არ დაიკვლება.

ამ ორი ინდაურიდან ერთს პაპიონი, მეორეს ჰალსტუხი ჰქვია და მათი სასტუმროში “ნებივრობის“ ვიდეო სოციალური ქსელით გაავრცელეს, რამაც სათავე დაუდო ინტერნეტში სახალისო პოსტების გავრცელებას.

ზოგიერთებმა კი ტრამპს ურჩიეს, იმ ინდაურს, რომელსაც იგი არ შეიწყალებს, ჰილარი კლინტონი დაარქვას და გემრიელად მიირთვას   



მსგავსი ინფორმაციები