მსახიობი მერთ ფირატი კეთილი ნების ელჩია

ხელოვანი და მსახიობი მერთ ფირატი გახდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კეთილი ნების ელჩი

820333
მსახიობი მერთ ფირატი კეთილი ნების ელჩია

ხელოვანი და მსახიობი მერთ ფირატი გახდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კეთილი ნების ელჩი.

სტამბოლში ჩასული გაეროს თურქეთის რეზიდენტურის კოორდინატორის და გაეროს განვითარების პროგრამის თურქეთის მუდმივი წარმომადგენლის ირენა ვოჟაშკოვა-სოლლორანოს განცხადებით, მერთ ფირატი, კარგა ხანია მუშაობს გაეროს განვითარების პროგრამასთან, რომელიც 50 წელია მხარს უჭერს თურქეთის განვითარებას. მერთ ფირატი კი, ორ წელიწადზე მეტია ყველანაირ მცდელობას იჩენს მათ მუშაობაში. ამიტომაც არ გაუძნელდათ მისი, გაეროს განვითარების პროგრამის თურქეთის კეთილი ნების ელჩად არჩევა. ეს არ არის უბრალო რამ. ასეთი პიროვნება უნდა იყოს გამორჩეული. თავი უნდა დადოს მდგრადი განვითარების იდეისთვის.

მერთ ფირატმა კმაყოფილება გამოთქვა კეთილი ნების ელჩად არჩევის გამო და  ამაღელვებელი უწოდა მისთვის ასეთი პასუხისმგებლობის დაკისრება. აღნიშნა, რომ მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად ამ მისიით, ყურადღებას გაამახვილებს გენდერული თანასწორობისა და კლიმატის ცვლილებების საკითხებზე. თურქეთი წარმართული სასიკეთო სამუშაოებით, მსოფლიოს რიგ რეგიონებში სამაგალითოდ ითვლება. მათი ერთ-ერთი საკითხი კიდევ იქნება სირიელები. იმუშავებენ ინტეგრაციის და თანაარსებობის კულტურაზე.

ცერემონიაზე ირენა ვოჟაშკოვა-სოლლორანომ, მსახიობ ფირატს გადასცა კეთილი ნების ელჩის სერთიფიკატი.


საკვანძო სიტყვები: #მსახიობი , #ფირატი , #კეთილი , #ნება , #ელჩი

მსგავსი ინფორმაციები