ნობელის პრემია მედიცინის დარგში 3 მეცნიერს გადაეცა
მათ ბიოლოგიური საათის კონტროლის მექანიზმები
2017 წლის ნობელის პრემია მედიცინის დარგში მიეცა 3 ამერიკელ მეცნიერს, რომლებმაც აღმოაჩინეს ბიოლოგიური საათის კონტროლის მექანიზმები.
ნობელის კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს პრემია ჯეფრი ჰოლს, მაიკლ როსბაშს და მაიკლ იონგს შორის იქნება განაწილებული.
“დედამიწაზე ცხოვრება შეესაბამება ჩვენი პლანეტის ბრუნვას. ჩვენ ვიცოდით, რომ ყველა ცოცხალი ორგანიზმი, მათ შორის ადამიანიც, წარმოადგენენ შიდა, ბიოლოგიურ საათს და რომ ეს საათი ეხმარება ორგანიზმის ადაპტირებას დღის ბუნებრივ რიტმთან. მაგრამ, თუ როგორ მუშაობს ეს საათი, შევისწავლეთ ამ სამი მეცნიერის წყალობით. დიახ, ამ მეცნიერებმა დახმარება გაგვიწიეს იმის გაგებაში, თუ მცენარეების, ცხოველების და ადამიანების ბიოლოგიური რითმები როგორ სინქრონულად და ჰარმონიულად მუშაობენ დედამიწის ბრუნვასთან“, აღნიშნულა ნობელის კომიტეტის განცხადებაში.
ჰოლმა, როსბაშმა და იონგმა ნიმუშის ორგანიზმის სახით, ხილის ბუზების გამოყენებისას, დღიური ბიოლოგიური რიტმის ყოველდღიური ისეთი მაკონტროლებელი გენები აღმოაჩინეს, რომლებიც ღამით უფრო მეტ და დღისით უფრო ნაკლებ ცილებს გამოიმუშავებენ.
ამ სამ მეცნიერს 8 მილიონი შვეციური კრონი (დაახლოებით 1 მილიონი დოლარი), დიპლომები და ოქროს მედლები 10 დეკემბერს სტოკჰოლმში დაგეგმილ საზეიმო ცერემონიაზე გადაეცემათ