ყაზანის მე-13-ე კინოფესტივალი

თათრეთში, საზეიმოდ დაიწყო ყაზანის მე-13-ე საერთაშორისო მუსლიმანური კინოფესტივალი

802342
ყაზანის მე-13-ე კინოფესტივალი

თათრეთში, საზეიმოდ დაიწყო ყაზანის მე-13-ე საერთაშორისო მუსლიმანური კინოფესტივალი. დედაქალაქ ყაზანში, პირამიდის კულტურის და გართობის ცენტრში ზეიმი დაიწყო მონაწილეების წითელ ხალიჩაზე გავლის ცერემონიალით.

ზეიმზე მოხსენებით გამოსულმა თათრეთის პრეზიდენტმა რუსტამ მინნიჰანოვმა აღნიშნა, რომ ყოვლ წლიურად უფრო დიდი დაინტერესების გამომწვევი ხდება ფესტივალი. ფესტივალზე, მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში, თურქეთს წარადგენს „კედელი“. მისი რეჟისორის მუსტაფა ქორაი ფოლადის თქმით, იგი პირველად იმყოფება ყაზანში და ბედნიერად თვლის თავს ფესტივალზე მონაწილეობით. ფოლადმა აღნიშნა, რომ ფილმში მოთხრობილია ბავშვებთან ერთად თურქეთში ჩამოსული სირიელი ქალის ცხოვრება, რომელიც იბრძვის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის.

ფესტივალზე, ასევე წარმოდგენილ იქნება აბდულგაფურ შაჰინის „იმიტომ რომ სიყვარული“, მუსტაფა ქარას, უნგრეთ-თურქეთის ერთობლივად გადაღებული „კალანდარის სიცივე“, მეჰმედ ბაშაკის „წარსულის ლამაზი დღეების დასასრული“-ის სახელწოდების თურქული ფილმებიც.



მსგავსი ინფორმაციები