კურბან ბაირამი

კურბან ბაირამი აღინიშნება ქვეყნის მასშტაბით

799738
კურბან ბაირამი

კურბან ბაირამი აღინიშნება ქვეყნის მასშტაბით. ბაირამის ნამაზისთვის დილის საათებიდან, მეჩეთების წინ რიგები წარმოიქმნა.

სტამბოლში სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასულებმა ბაირამის ნამაზისთვის ისტორიული მეჩეთები არჩიეს. მეჩეთების გავსების გამო მოსახლეობამ აივნებზე ილოცა. ბაირამის ნამაზის წინ ლოცვები ჩატარდა ისლამური სამყაროსთვის. გამოიკვეთა მსხვერპლთ შეწირვის მნიშვნელობა. ლოცვის შემდეგ ადამიანებმა ერთმანეთს მიულოცეს ბაირამი.

გერმანიის ქალაქ კოლნში მცხოვრებმა მუსლიმანებმა, დილის საათებში მიმართეს რელიგიურ საქმეთა სამმართველოს თურქულ-იალამური კავშირის მეჩეთს, რომელიც, მიმდინარე წლის რამაზანობის თვეში გაიხსნა და ერთობლივად ილოცეს. მოსკოვში მცხოვრებმა მუსლიმანებმა მირას პროსპექტზე მდებარე ცენტრალურ მეჩეთს მიაკითხეს. ხალხით სავსე მეჩეთში როცა ვერ მონახეს ადგილი ილოცეს ქუჩებში, ტროტუარებზე, ტრამვაებში და იქ, სადაც ცარიელი ადგილი მოხვდებოდათ. ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში კურბან ბაირამის ნამაზის რიტუალი შესრულდა ნურ ასტანას მეჩეთში.

ინდონეზიაში, სადაც ყველაზე მრავლად არიან მუსლიმანები, დედაქალაქ ჯაკართას მეჩეთებში, როცა ტევა არ იყო, ნამაზის შესასრულებლად გადაიკეტა ზოგიერთი მთავარი სატრანსპორტო გზა.  ბალკანეთში მცხოვრები მუსლიმანები, კურბან ბაირამის ნამაზისთვის შეიკრიბნენ მეჩეთებში.

ბაირამის ნამაზისთვის გაივსო ბოსნია ჰერცოგოვინის დედაქალაქის სარაი ბოსნიას ისტორიული გააზი ჰუსრევ ბეის მეჩეთი.



მსგავსი ინფორმაციები