ჩინეთის სამხედრო მუზეუმი ღიაა მნახველებისთვის

დედაქალაქ პეკინში მდებარე მუზეუმში შესვლა, ერთი თვის განმავლობაში, უფასო იქნება

792653
ჩინეთის სამხედრო მუზეუმი ღიაა მნახველებისთვის

ჩინეთის სახალხო რევოლუციურმა სამხედრო მუზეუმმა, დაფუძნების 90 წლისთავთან დაკავშირებით, კარი გაუხსნა მნახველებს.

დედაქალაქ პეკინში მდებარე მუზეუმში შესვლა, ერთი თვის განმავლობაში, უფასო იქნება.  

მუზეუმის შესასვლელი კარის წინ, შესვლის მოსურნეთა რიგები წარმოიქმნა. 300-ზე მეტი ექსპონატის შემცველ მუზეუმში, ჩინეთ-იაპონიის ომის და მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ექსპონატების გარდა, გამოფენილია, ჩინეთის  ამჟამინდელი არმიის ინვენტარში გამოყენებული ზოგიერთი იარაღები. მათ შორის არის თოფები, ტანკები, ჯავშანტექნიკა და თვითმფრინავები.

პეკინის ერთ-ერთი დიდი მუზეუმის შენობა გაიხსნა 1960 წელს და მოიცავს დაახლოებით, 160 კვ.მ-ის ფართობს.


საკვანძო სიტყვები: #ჩინეთი , #პეკინი , #მუზეუმი , #გახსნა

მსგავსი ინფორმაციები