ტრაპიზონის საერთაშორისო კინოფესტივალი

კინოფესტივალი თემა "სპორტი და ახალგაზრდობა"-ა

791765
ტრაპიზონის საერთაშორისო კინოფესტივალი

ტრაპიზონის გუბერნატორის სამსახურის, სტამბოლის ტრაპიზონის ფედერაციისა და ანატოლიის განათლების, კულტურისა და მეცნიერების ასოციაციის თანამშრომლობით ორგანიზებული ტრაპიზონის საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყო.

წელს პირველად გამართული ფესტივალის ფარგლებში, რომლის თემაც სპორტი და ახალგაზრდობაა ათათურქის სახელობის ტერიტორიიდან ზაღნოსის ხეობამდე მსვლელობა მოეწყო. მეჰთერის გუნდის თანხლებით გამართულ მსვლელობაში თურქული კინოს მსახიობებიც მონაწილეობდნენ.

ზაღნოსის ხეობაში გამართულ ფესტივალზე ხალხური ცეკვების გუნდმა და ქალაქ ტრაპიზონის მუნიციპალურმა მეჰთერის გუნდმა წარმოდგენა გამართეს.

პროტოკოლის სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი ნაჩვენები იქნა ინდოელი რეჟისორის ამირ ხანის ფილმი "Dangal".


საკვანძო სიტყვები: #ტრაპიზონი , #კინოფესტივალი

მსგავსი ინფორმაციები