Brexit-ის პროცესი გრძელდება

ორივე მხრიდან თავისუფალი მიმოსვლა 2019 წლის მარტში შეწყდება

781462
Brexit-ის პროცესი გრძელდება

ინგლისის პრემიერმინისტრის ადმინისტრაციამ Brexit-თან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა და მასში აღნიშნულია, რომ ინგლისის მიერ ევროკავშირის დატოვების გამო, ინგლისელი მოქალაქეების ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავისუფალი მიმოსვლა 2019 წლის მარტში შეწყდება, ხოლო ამის პარალელურად, ევროკავშირის მოქალაქეების ინგლისში შევლის დროს რეგისტრაციისათვის სპეციალური სისტემა შექმნეს.

როგორც ცნობილია, აქამდე ევროკავშირელებს შეეძლოთ ინგლისში თავისუფალი გადაადგილებაც, ცხოვრებაც და მუშაობაც, მაგრამ, გასული წლის 23 ივნისს ინგლისში ჩატარებულ რეფერენდუმზე ხალხმა მხარი დაუჭირა ინგლისის ევროკავშირიდან გამოსვლას რა, მიმდინარე წლის მარტიდან კი გასვლის პროცედურა დაიწყო, რაც 2 წელს კიდევ გაგრძელდება



მსგავსი ინფორმაციები