ევროკავშირმა ლტოლვილების დასახმარებლად 90 მილიონი ევრო გამოყო

ევროკავშირმა ლტოლვილების დასახმარებლად 90 მილიონი ევრო გამოყო

757316
ევროკავშირმა ლტოლვილების დასახმარებლად 90 მილიონი ევრო გამოყო

ევროკავშირმა, თურქეთში,  იორდანიაში და ლიბიაში თავშეფარებული  სირიელი ლტოლვილებისათვის   დახმარების მიზნით 90 მილიონი ევრო შემოწირულობა გაიღო. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) განცხადებით,  ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოყოფილი შემოწირულობა, მიგრანტი ბავშვების და  ახალგაზრდების განათლების და ფსიქოლოგიური დახმარების მიზნით  გამოიყენება. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირმა სირიელი ლტოლვილებისათვის დღემდე,  200 მილიონი ევროს დახმარება გამოყო. მეორეს მხრივ ევროკავშირში თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა კრისტიან ბერგერიმ თურქეთში წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ცენტრში ლტოლვილებისათვის გახსნილი ენის შემსწავლელი კურსები მოინახულა და განაცხადა, რომ წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის მხრიდან ენის შემსწავლელი კურსების გახსნა, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია. მისივე თქმით სირიის მოსახლეობის ერთ მესამედი ემიგრანტია და მათი უმეტესობა თურქეთს აფარებს თავს.



მსგავსი ინფორმაციები