წარმომადგენელთა პალატამ ჯანდაცვის ახალი კანონი მიიღო

ეს კანონი ობამაკარეს შეცვლის

726635
წარმომადგენელთა პალატამ ჯანდაცვის ახალი კანონი მიიღო

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ 217 ხმით 213 წინააღმდეგ დაამტკიცა ახალი ჯანდაცვის კანონი, რომელიც ობამას სახელით მოხსენიებულ ე.წ. ობამაკარეს შეცვლის, თუმცა, ამ ახალი კანონის ძალაში შესვლისათვის იგი სენატმაც უნდა მიიღოს.

ჯანდაცვის კანონის ტრანსფორმაცია დონალდ ტრამპის პირველ სერიოზულ გამოცდად ითვლება და იგი ამერიკელი ხალხისათვის უფრო უკეთეს ჯანდაცვის და დაზღვევის სისტემას ითვალისწინებს.

ტრამპმა ამასთან დაკავშირებით ოვალურ კაბინეტში გავრცელებულ განცხადებაში იმედი გამოთქვა, რომ დემოკრატებიც დაინახავენ მის უკეთესობას და ობამაკარე საბოლოოდ დასამარდება.

ჯანდაცვის სისტემა ამერიკაში ყველაზე საკამათო თემა იყო ბოლო 60 წლის განმავლობაში და ობამამ დიდი რეფორმა განახორციელა რა, ისიც საკამათო გახდა და ამიტომ ტრამპმაც მისი ტრანსფორმაცია მოახდინა  



მსგავსი ინფორმაციები