ტრამპმა სოციალურ ქსელში ახალი მესიჯი გაავრცელა

“რუსეთთან ურთიერთობები კალაპოტში ჩადგება“

712678
ტრამპმა სოციალურ ქსელში ახალი მესიჯი გაავრცელა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელით გავრცელებულ მესიჯში იმედი გამოთქვა, რომ რუსეთთან არსებულ პრობლემებს მოაგვარებენ და ყველაფერი კალაპოტში ჩადგება.

“როდესაც რეალური დრო დადგება, ყველა საღად იაზროვნებს და მუდმივი მშვიდობა დამყარდება", ხაზი გაუსვა ტრამპმა.

გუშინწინ გავრცელებულ განცხადებაში ტრამპი აღნიშნავდა, რომ აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობამ ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია, რაც პუტინის მხრიდანაც იქნა დადასტურებული.

მათ შორის განხეთქილების ვაშლი გახდა 4 აპრილს ესადის რეჟიმის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენება, რის წინააღმდეგაც ხმა აიმაღლა ვაშინგტონმა, ხოლო მოსკოვმა პროსირიული პოზიცია დაიკავა და ამან მათ შორის ახალი დაძაბულობა წარმოშვა  



მსგავსი ინფორმაციები