ანტალიაში ტურისტული სეზონი გაიხსნა

ალანიის პორტს პირველი კრუვაიზერი ეწვია

698463
ანტალიაში ტურისტული სეზონი გაიხსნა

ანტალიიდან მიღებული ცნობებით, მის მახლობელ საკურორტო ქალაქ ალანიის ნავსადგურში ღუზა ჩამოუშვა ტურისტულმა საკრუიზო გემმა, რომელზედაც 1200 ტურისტი და 500-მდე ეკიპაჟის წევრია. ეს არის სეზონის პირველი საკრუიზო გემი და მისი ტურისტების ერთმა ნაწილმა რეგიონის ტურისტული და ისტორიული ადგილები მოინახულა, ხოლო ნაწილმა კი სავაჭრო ცენტრებს მიაშურა. ალანია ამ ტურისტულ სეზონში ყველაზე მეტ საკრუიზო გემებს ისრაელიდან ელოდება



მსგავსი ინფორმაციები