ჰიტლერის ტელეფონი აუქციონზე 243 ათას დოლარად გაიყიდა

ნაცისტების ლიდერის, ჰიტლერის ტელეფონი აუქციონზე 243 ათას დოლარად გაიყიდა

675837
ჰიტლერის ტელეფონი აუქციონზე 243 ათას დოლარად გაიყიდა

ნაცისტების ლიდერის, ჰიტლერის, ტელეფონი აუქციონზე 243 ათას დოლარად გაიყიდა.

ჰიტლერის წითელი ტელეფონი აშშ-ს მერილენდის შტატის ქალაქ ჩესაპიკ სითიში მდებარე ალექსანდრეს ისტორიული აუქციონის სახლში იქნა გასაყიდად გატანილი.

ტელეფონი აუქციონზე უცნობმა პიროვნებამ შეიძინა.

ტელეფონის უკან ჰიტლერის სახელი და ნაცისტური პარტიის სიმბოლოა გამოსახული და მისი საწყისი ფასი აუქციონზე 100 ათასი დოლარი იყო.

ტელეფონი 1945 წელში თვითმკვლელობის შემდეგ საბჭოთა სამხედროებმა თავშესაფარში იპოვეს.

ალექსანდრეს ისტორიული აუქციონის სახლის წარმომადგენლებმა ტელეფონს, რომელსაც ჰიტლერი სიკვდილით დასჯის ბრძანებების გასაცემად იყენებდა „მასობრივი განადგურების იარაღი“ უწოდეს.

აუქციონზე ჰიტლერის კუთვნილი ფაიფურის ძაღლის ფიგურა კი 24 ათას 300 დოლარად გაიყიდა.


საკვანძო სიტყვები: #ჰიტლერი , #ტელეფონი , #აუქციონი

მსგავსი ინფორმაციები