თურქეთის პერსპექტივა 7

ჩვენ რა, ქრისტიანული ტერორიზმი ვთქვათ?

674703
თურქეთის პერსპექტივა  7

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თურქეთში ვიზიტის დროს „ისლამური ტერორიზმი“ ტერმინი გამოიყენა, რამაც დიდი კამათი გამოიწვია.  ტერ ორგანიზაცია DAEŞ-ის ლიდერების უმრავლესობას ევროკავშირის ქვეყნების ანდა, აშშ-ს პასპორტები აქვთ, მაგრამ, მიუხედავდა ამისა იგი ამ დროს აცხადებს ტერორიზმი ისლამურიაო. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მერკელის ასეთი  შინაარსის გამოსვლა მაშინვე უარჰყო და განაცხადა, რომ მუსლიმანების მკვლელი ფანატიკოსი ქრისტიანების გამო, როგორც  ჩვენ არ შეგვიძლია „ქრისტიანული ტერორი“ ვთქვათ, ასევე არ შეიძლება ითქვას ისლამური ტერორიცო. მერკელის შეხედულება დისკრიმინაციულ და მარგინალიზაციის შეხედულებას ითვალისწინებს.  სამწუხარო კი ისაა, რომ ევროპის ქვეყნების უმრავლესობის ლიდერებიც ამ უხამს ტერმინს იყენებენ. თუმცა, ბოლო წლებში ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში, სადაც უმრავლესობა ქრისტიანები ცხოვრობენ, ხშირად ხდება მუსლიმანებზე და მათ სამლოცველოებზე თავდასხმები. გარდა ამისა გერმანიაში, კანადაში, ამერიკასა და სკანდინავიის ქვეყნების ჩათვლით, ხშირად ხორციელდება მუსლიმანებზე სასიკვდილო თავდასხმებიც. ასე მაგალითად, გასულ დღეებში კანადაში, კვებეკის პროვინციის ერთ-ერთ მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 10-მდე მუსლიმანი იქნა მოკლული. თავდამსხმელების მიერ გამოყენებულ სოციალურ ქსელებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ რომ ისინი ჯვაროსნების მიმბაძველი ფანატიკოსი ქრისტიანები არიან. აშშ-ს პრეზიდენტმა, შვილმა ბუშმა, როდესაც ერაყსა და ავღანეთში ბრძოლა გამოაცხადა, მრავალი ქრისტიანული მოტივები გამოიყენა. იგი სიტყვით გამოსვლისას ხშირად ანტიერეტიკონთა ნიშანს იყენებდა და აცხადებდა, რომ წმინდა ჯვაროსნული ბრძოლა დაიწყო.  ასევე, ათობით სამოქალაქო პირის მკვლელი ანდერს ბერინგ ბრეივიკიც რადიკალი ქრისტიანი გახლდათ. თუმცა ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ რომ, ანატოლიაში მცხოვრები ქრისტიანები, ქრისტიანი აღმოსავლეთ რომის იმპერიის ტირანიისგან თავის დასაღწევად, სწორედ მუსლიმანი თურქ სელჩუკებისგან დახმარება უთხოვიათ.

სტამბოლის თურქების მხრიდან აღების დროს კი, იერიშის დაწყებამდე ბიზანტიის იმპერატორმა ევროპული ქრისტიანული სახელმწიფოებისგან და კიდევ რომის კათოლიკური ეკლესიისგან დახმარება ითხოვა, მაგრამ, იმის გამო რომ, მართლმადიდებლების ისტორიაში კათოლიკეები  ყოველთვის სისხლის მღვრელებად არიან მიჩნეული, ამიტომაც სტამბოლის ფენერის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ბიზანტიის იმპერატორის ეს მოთხოვნა უარჰყო. უფრო ადრე, კონკრეტულად კი ჯვაროსნული ლაშქრობების დროს, იერუსალიმის მუსლიმანებისგან გასათავისუფლებლად  მიმავალმა ჯვაროსნებმაც, რომლებიც იქ სტამბოლის გავლით მიდიოდნენ, ჯერ სტამბოლი გაუძარცვიათ, ქალები გაუპატიურებიათ და მრავალი აღმოსავლეთ რომაელი მოუკლიათ.  კათოლიკეების ასეთი ძალადობის საპასუხოდ, მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრებს ბიზანტიის  იმპერატორისთვის ასეთი პასუხი გაუციათ: „ჩვენ, სტამბოლში პაპის კარდინალების ქუდის ნახვას, ოსმალეთის დოლბანდის ნახვა გვირჩევნია.“ ყველამ კარგად იცის, რომ ოსმალეთის დოლბანდი სამართლის სიმბოლოა. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, საუკუნეების განმავლობაში განა თურქების ხელში მყოფ სტამბოლში ამდენი ეკლესია და არამუსლიმების სამლოცველო იქნებოდა? ახლა ერთი მაგალითიც დასავლეთიდან გავიხსენოთ.  როგორც ცნობილია, იერუსალიმზე გალაშქრების სამზადისში მყოფი ჯვაროსნების არმიას სათავეში რიჩარდ ლომგული ჩაუდგება. იგი ამ ბრძოლაში    მუსლიმთა არმიის სარდლის, სელაჰათთინ ეიუბის წინაშე დიდ მარცხს განიცდის რა, მისგან შეწყალებასაც ითხოვს.  სელაჰათთინ ეიუბი კი ტყვედ აყვანილ და დაჭრილ ჯვაროსნებს რიჩარდთან ერთად ყველას გაათავისუფლებს. ისტორიაში მსგავსი ფაქტის ნახვა განა შესაძლებელია? სამაგიეროდ სელაჰათთინ ეუბის მხრიდან განთავისუფლებულმა ამ ჯვაროსნებმა უკან დაბრუნებისას, იმ დროს ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში შემავალ ანატოლიის ქალაქ ქაისერში გავლისას, რომელიც მაშინ  მნიშვნელოვან სავაჭრო ქალაქს წარმოადგენდა და მასში ძირითადად ებრაელები ცხოვრობდნენ, რიჩარდ ლომგულმა 45 ათასი კაისერელი  ებრაელი მოაკვლევინა, რადგან მათ სელაჰათთინის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი არ დაუჭირეს ჯვაროსნებს. ახლა ამ მასიურ მკვლელობას ჩვენც „ქრისტიანული ტერორი“  უნდა ვუწოდოთ? რა თქმა უნდა არა... რადგან არცერთი რელიგია ტერორიზმს არ უჭერს მხარს. აქედან გამომდინარე ადამიანის ეროვნება და რელიგია არ შეიძლება მის მიერ ჩადენილ დანაშაულს დავუკავშიროთ. სწორედ ამაზე  გაამახვილა ყურადღება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მერკელთან შეხვედრისას,    წერს თურქი პოლიტოლოგი ერდალ შიმშექი.   


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #პერსპექტივა

მსგავსი ინფორმაციები