ჰოლივუდის კინოვარსკვლავი მუსლიმანი გახდა

ლოჰანი უკვე ყურანსაც კითხულობს

668118
ჰოლივუდის კინოვარსკვლავი მუსლიმანი გახდა

ცნობილმა ამერიკელმა კინოვარსკვლავმა ლინდზი ლოჰანმა მონაწილეობა მიიღო ტელეარხ Kuveyt TV-ის პროგრამაში და უპასუხა რა კითხვებს ისლამურ რელიგიასთან დაკავშირებით მის ინტერესებზე, თქვა, რომ კარგა ხანია რაც ნამაზს ასრულებს (მუსლიმურად ლოცულობს), ხოლო გასულ წლის რამაზანობის დროს 3 დღე მარხვა შეინახა, რის გამოც თავს ძალიან კარგად გრძნობს.

“რამდენიმე წლის წინ, როცა ჩემს ხელთ წმინდა წიგნი ყურანი დაინახეს, ამერიკელებმა ჩემს წინააღმდეგ ცილისმწამებლური და უსამართლო კამპანიები დაიწყეს, რის გამოც დღესაც დიდად ვწუხვარ და განვიცდი. ყურანის ხელში დაჭერა ჩემი თვითმიზანი კი არ იყო, რომ ამ წიგნით გადაეღოთ ჩემი თავი, არამედ იმიტომ მეკავა, რომ ყურანი უკვე იმ დროს ჩემთვის ნუგეში იყო, მისით თავს კიდევ უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობდი“, განაცხადა ჰოლივუდის ვარსკვლავმა.

30 წლის ლოჰანის თქმითვე, როცა იგი ყურანს კითხულობს, მას სიწყნარე და სიმშვიდე ეუფლება, ხოლო ამის პარალელურად ზოგიერთ აიათებს ყურანიდან უკვე არაბულადაც კი წერს  



მსგავსი ინფორმაციები