პუტინსა და ტრამპს შორის სამიტი შესდგება?!

ამის შესახებ Sunday Times-ი იტყობინება

651871
პუტინსა და ტრამპს შორის სამიტი შესდგება?!

ინგლისურ გაზეთ Sunday Times-ის ცნობით, აშშ-ს ახალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 20 იანვრის ინაუგურაციიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში პირისპირი შეხვედრა ექნება თავის რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან.

გაზეთის მიხედვით ამის შესახებ განაცხადა ტრამპის ერთ ერთმა მრჩეველმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება და მსოფლიო ლიდერები ამ ნეიტრალურ ადგილას შეხვედრის დროს, სავარაუდოდ განიხილავენ ბირთვული იარაღის შემცირების საკითხს და შესაბამისი შეთანხმების მიღწევასაც ეცდებიან რა, ამ მიზნით ამერიკულმა მხარემ უკვე მუშაობა დაიწყო კიდეც.

გაზეთი აქვე მკითხველს 1986 წელს ახსენებს, როცა აშშ-ს იმ დროინდელ პრეზიდენტ რეიგანსა და საბჭოთა კავშირის ლიდერ გორბაჩოვს შორის იმავე რეიკიავიკში 2 დღიან შეხვედრა მოეწყო.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით კი, ტრამპის ერთ ერთმა მრჩეველმა, რომლის ვინაობაც ასევე არ სახელდება, Sunday Times-ში გამოქვეყნებულ ამ ინფორმაციას არა რეალური უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ტრამპ-პუტინის სამიტი რეიკიავიკში არ იგეგმება.

ტრამპმა პარასკევს გაზეთ Wall Street Journal-სათვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ სირიაში DEAŞ-ის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის გამო რუსეთს შეიძლება მოუხსნან დაწესებული სანქციები



მსგავსი ინფორმაციები