ანკარამ დაპირება შეასრულა

გერმანიას დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევის გამო სამაგიერო მიეზღო

627283
ანკარამ დაპირება შეასრულა

თურქეთმა პრეზიდენტ ერდოღანის დაპირების შესრულება დაიწყო და გერმანიაში თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის ვიცე-სპიკერისადმი განხორციელებული არადიპლომატიური და თავხედური ქმედების საპასუხოდ თურქეთის საბაჟოებში გერმანელი დიპლომატების მიმართ ადეკვატური ქმედებები დაიწყეს.

მის ფარგლებში გუშინ, სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში 4 გერმანელ დიპლომატს დეტალური შემოწმება და კვლევა ჩაუტარეს, რაც 2 საათს გაგრძელდა და ამასობაში მათ დააგვიანეს და ვეღარ მიუსწრეს თავიანთ თვითმფრინავს.

ე.ი. ზუსტად იგივე მოხდა, რაც გერმანელმა მებაჟეებმა გააკეთეს თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერ აიშენურ ბაჰჩექაფილის მიმართ, როცა მას დაეკარგა პასპორტი და მის მაგივრად გაცემული დროებითი პასპორტის მიუხედავად იგი საათობით ალოდინეს, რის გამოც ვერ მიუსწრო თვითმფრინავს.

ამ თავხედური საქციელის გამო ერდოღანი გუშინწინ დაიმუქრა, რომ მსგავს ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამდნენ გერმანელი დიპლომატების მიმართ და გუშინ კი ეს სამაგიერო მიეზღათ გერმანელ დიპლომატებს   



მსგავსი ინფორმაციები