თურქი პრემიერის ვიზიტი რუსეთში გრძელდება

მან ინტერვიუ მისცა Ria Novosti-ს

625992
თურქი პრემიერის ვიზიტი რუსეთში გრძელდება

რუსეთში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა ინტერვიუ მისცა რუსულ საინფორმაციო სააგენტო  Ria Novosti-ს და თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებში დოლარის ნაცვლად ეროვნული ვალუტების გამოყენების საკითხში ერთობლივი მუშაობა დაიწყეს.

“ჩვენ ასეთი წინადადება წავუყენეთ რუსეთს და ისინიც დაინტერესდნენ რა ამ საკითხით, ორივე ქვეყნის ცენტრალურმა ბანკებმა უკვე მუშაობაც კი დაიწყეს ზოგიერთი ტექნიკური წინააღმდეგობების გადასალახად“, განაცხადა ილდირიმმა.

იგი შეეხო თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებსაც და თქვა, რომ ათწლეულებია რაც თურქეთი, როგორც კანდიდატი ქვეყანა სრულ გაწევრიანებას ელოდება, მაგრამ, ბრიუსელი ჯერ ჯერობით ანკარას ზღურბლთან ალოდინებს.

“ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან ხან კარგია, ხანაც უთანხმოებები გვაქვს ხოლმე, როგორც ეს ხდება ხანდახან რუსეთთან და ესეც ბუნებრივია, რადგან, ასეთი მინი კრიზისები ყველა ქვეყნის ურთიერთობებში ხდება. რაც შეეხება ბრიუსელის გადაწყვეტილებას ანკარასთან ურთიერთობების დროებით გაყინვის შესახებ, ამას ჩვენთვის სრულიად არავითარი საკანონმდებლო ძალა არ აქვს, რადგან, როგორც წინა წლებში, ევროკავშირი ახლაც ორმაგი სტანდარტით ექცევა თურქეთს და ათასობით მშვიდობიანი თუ სამხედროს მკვლელი ტერორისტების უფლებებს იცავს და არა მასთან მებრძოლი თურქეთის. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ანკარა მაინც არ ამბობს უარს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, რომლის უსაფრთხოება და მომავალი პირდაპირ თურქეთზეა დამოკიდებული, თანაც არსებობს ისეთი საერთო ევროპული საკითხებიც, რომლებშიც თურქეთი და რუსეთი გამაერთიანებელ როლს თამაშობენ“, აღნიშნა თურქმა პრემიერმა.

იგი შეეხო სირიაში მიმდინარე მოვლენებსაც და თქვა, რომ ანკარა ყველანაირ მცდელობას იჩენს ამ ქვეყანაში სისხლისღვრის შეჩერებისათვის, მაგრამ, ესადის რეჟიმი არაგულწრფელად იქცევა. მისივე აზრით სირიაში ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული დახმარების შეტანის საკითხში დიდი და გადამწყვეტი როლის შეტანა შეუძლიათ რუსეთს და თურქეთს, ამიტომაც ამ მხრივაც გააგრძელებენ ერთობლივ ძალისხმევას



მსგავსი ინფორმაციები