ბერძენ ულტრა მემარჯვენეებს მეჩეთი არ უნდათ

პოლიციამ ისინი გარეკა მეჩეთის ტერიტორიიდან

604103
ბერძენ ულტრა მემარჯვენეებს მეჩეთი არ უნდათ

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ულტრა მემარჯვენე ახალგაზრდების ჯგუფმა ოკუპაცია გაუკეთა იმ ტერიტორიას, რომელზედაც მეჩეთი უნდა აშენდეს.

პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად შესძლო ხსენებული ტერიტორიის ახალგაზრდებისაგან გათავისუფლება, ხოლო 15 მათგანი კი დააკავა.

ამის შემდეგ ხელისუფლებამ მეჩეთის ტერიტორიის შესასვლელი კარი გაამაგრა და ირგვლივ მავთულხლართები შემოავლო.

ათენში მეჩეთის მშენებლობის დადგენილება საბერძნეთის პარლამენტმა მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში მიიღო, რის შემდეგ ათენში მისთვის ტერიტორიაც გამოიყო, თუმცა მას ხშირად ოკუპირებენ ულტრა მემარჯვენე ახალგაზრდები



მსგავსი ინფორმაციები